კალათბურთი

15:18 | 12.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ალავიძე და ევროპა Jr. NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში დამარცხდნენ

Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში აფრიკა-ახლო აღმოსავლეთის ნაკრები და ამერიკის ცენტრალი შეხვდებიან. ამ გუნდებმა მოიგეს თავიანთი კონფერენციები: ცენტრალმა ამერიკის 8 რეგიონალური ნაკრებისგან შემდგარ კონფერენციაში იმარჯვა, აფრიკა-ახლო აღმოსავლეთმა კი აშშ-ს გარდა დანარჩენი მსოფლიოს კონფერენციაში.

სწორედ აფრიკა-ახლო აღმოსავლეთმა დაამარცხა მეოთხედფინალში ევროპა, რომლის ღირსებასაც 13 წლის ქართველი, ლუკა ალავიძე იცავდა. ისევე როგორც ყველა მანამდელ შეხვედრაში, ლუკა აფრიკა-აღმოსავლეთთან მატჩის სასტარტო ხუთეულშიც იყო. მან მოედანზე 11:12 წუთი გაატარა 2 ცდიდან ჩაგდებული 1 სამქულიანით შეხვედრა 3 ქულით დაასრულა.

აფრიკა-ახლო აღმოსავლეთის გუნდის უპირატესობა დიდი იყო და ამ გუნდმა საბოლოოდ 69:27იმარჯვა. ამ შეხვედრის შემდეგ აფრიკელთა და ახლო აღმოსავლელთა გაერთიანებულმა ნაკრებმა ნახევარფინალში კანადას სძლია და ფინალში გავიდა. ამერიკის შეერთებული შტატების კონფერენცია კი ცენტრალურმა რეგიონმა მოიგო და ფინალში გავიდა.

ამ დღეს ტურნირის მონაწილეებს შეხვდა, ესაუბრა და მათთან სურათები გადაიღო მსოფლიოს ჩემპიონატის ელჩი, ყველასთვის კარგად ნაცნობმა ნბა-ს ვარსკვლავი დუეინ ვეიდი.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113666