კალათბურთი

17:15 | 12.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

გოგონათა ნაკრებმა კოსოვოსთან 1 ქულით წააგო და დასკვნით მატჩში ნორვეგიას შეხვდება

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი მარცხი განიცადა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გუნდმა საკვალიფიკაციო მატჩი კოსოვოს ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში, 1 ქულის სხვაობით – 43:44 დათმო.

ეს გახლდათ ტურნირზე 21-24 ადგილების გასანაწილებელი საკვალიფიკაციო შეხვედრა, რომლის გამარჯვებულმა კოსოვომ 21-ე ადგილისთვის მატჩში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, საქართველო კი ტურნირს 23-ე ადგილისთვის მატჩით დაასრულებს. B დივიზიონის ბოლოსწინა, 23-ე ადგილისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება ნორვეგია, რომელმაც თავის მხრივ საკვალიფიკაციო შეხვედრა ალბანეთთან დათმო.

საქართველო – კოსოვო
სტატისტიკა: 43:44

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111129