24 წლის ხორვატმა შემტევმა ანტე რებიჩმა ფრანქფურტის "აინტრახტთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, რებიჩი "აინტრახტში" 2022 წლამდე დარჩება, კონტრაქტის სხვა დეტალები უცნობია.
ვრცელდებოდა ცნობები, რომ ხორვატის გადაბირება "მანჩესტერ იუნაიტედს", "სევილიას" და "ბაიერნს" სურდა.
2013 წლიდან რებიჩი "ფიორენტინას" საკუთრებაა, 2016 წლიდან იტალიურ კლუბს ანტე "აინტრახტში" ჰყავდა განათხოვრებული. ხორვაt შემტევს ფრანქფურტელთა რიგებში 49 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 8 გოლი გატანილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგი ფეხბურთელია, თუმცა გრანდში სათამაშოდ საჭიროა ამ სეზონში დაამტკიცოს რომ ამას იმსახურებს. აქვს კიდევ საამისო მონაცემები, რაც ბოლო მუნდიალმაც დაადასტურა
ჩემი აზრით თავისუფლად გაქაჩავდა არსენალში ან დორტმუნდში.
არადა გრანდის ფეხბურთელია, რა უნდა ამას აინტრახტში.