სხვა

14:45 | 10.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ისრაელში შაბათობით შეჯიბრებების ჩატარების აკრძალვას ქვეყნის სპორტული სამყარო ეწინააღმდეგება

ისრაელის კულტურისა და სპორტის მინისტრის, მირი რეგევოისგანკარგულებით, შაბათობით ქვეყანაში შეჯიბრებების ჩატარება იკრძალება. სპორტული ფედერაციები, რომლებიც შაბათს ჩაატარებენ ასპარეზობებს, სახელმწიფოს მხრიდან აღარ დაფინანსდებიან.

კულტურისა და სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებას ისრაელში უკმაყოფილება მოჰყვა. სპორტსმენები და ფედერაციათა ხელმძღვანელები სიახლეს ეწინააღმდეგებიან.

ისრაელის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანის, გილილიუსტიგის განმარტებით, ეს განკარგულება დარტყმის ქვეშ აყენებს ქვეყნის ოლიმპიურ სისტემას. ოლიმპიური კომიტეტი მიიჩნევს, რომ ეს არის სპორტულ ფედერაციებზე ზეწოლის მცდელობა და ოლიმპიური კონვენციის დარღვევა.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122848