სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
სხვა

22:55 | 8.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი პარასკევს იწყება  
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

პარასკევს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში იწყება ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში თვრამეტწლამდელ ჭაბუკთა შორის. პირველ დღეს საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება ფინეთი. მათ გარდა ჯგუფში ჩვენი მეტოქეები არიან ბელარუსი, საბერძნეთი და იტალია.

ამ თაობის, 2000 წელში დაბადებულთა ნაკრების მწვრთნელი რამდენიმე წელია, გახლავთ ტიტე კალანდაძე. მისი უცვლელი ასისტენტია გიორგი სახვაძე, ამ ჩემპიონატისთვის კი სამწვრთნელო სტაფს დაემატა კალანდაძის ძველი თანაგუნდელი ეროვნულ ნაკრებში, სერგო დათუკაშვილი, ვისთვისაც ეს შეჯიბრება დებიუტი იქნება ახალ ამპლუაში. მეკარეების მწვრთნელი გახლავთ ქართული ხელბურთის ვეტერანი ამირან კომახიძე.

ჭაბუკთა ნაკრები ბოლო სამი თვეა, ინტენსიურად ემზადება უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის. ბოლო შეკრება გაიარა 19 მოთამაშემ საქართველოს 7 და ორი უცხოური კლუბიდან. პირველი მათგანია ხელბურთი ქართველი ქომაგისთვის ცნობილი გიორგი ცხოვრებაძე, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონის, საფრანგეთის მონპელიეს წევრი. ცხოვრებაძეს უკვე უთამაშია საქართველოს ეროვნულ, ახალგაზრდულ და წინა თაობის ჭაბუკთა ნაკრებებში, ახლა კი პირველად უწევს თანატოლების ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა. მეორე ლეგიონერი გახლავთ გერმანიაში დაბადებული და ბუნდესლიგის კლუბ ლემგოს ჭაბუკთა გუნდის აღზრდილი, გამთამაშებელი კახა ჩადუნელი.

ამ 19 მოთამაშიდან ხუთშაბათს, ტექნიკურ მიტინგზე, მწვრთნელები 16 ხელბურთელს დააფიქსირებენ საწყის განაცხადში, ჩემპიონატის მსვლელობისას კი ორი ცვლილების უფლება ექნებათ.

ნახევარფინალში ჯგუფებიდან 2-2 გუნდი გადის და საქართველოს ნაკრების თავდაპირველი მიზანიც ესაა. ანალოგიური ტურნირი იმართება ავსტრიის ქალაქ ტულნში, ამ ორი ჩემპიონატის გამარჯვებული კი მიიღებს 2020 წლის ოცწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ელიტარულ 16 გუნდში თამაშის უფლებას.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ყველა დანარჩენ მატჩს 17 საათზე დაიწყებს. 11 აგვისტოს ეთამაშება ბელარუსს, 13 აგვიტოს - საბერძნეთს, 14 აგვისტოს კი - იტალიას. თამაშები ოლიმპიურ სასახლეში 11 საათიდან იწყება, ფინალი მომავალ კვირას, 19 აგვისტოსაა.

ყველა, 35 მატჩის ნახვა შეგიძლიათ ხელბურთის ფედერაციის ფეისბუკზე, იუთუბზე, ევროპის ხელბურთის ფედერაციის არხზე და ასევე მაივიდეოზე.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 18წ

ჩემპიონატი საქართველოში - თბილისი, 10-19 აგვისტო

A ჯგუფი: შვეიცარია, ფარერები, მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი

B ჯგუფი: ბელარუსი, იტალია, ფინეთი, საბერძნეთი, საქართველო

10 აგვისტო, პარასკევი

11:00 შვეიცარია - ესტონეთი

13:00 ფარერები - ლუქსემბურგი

15:00 მაკედონია - ლიტვა

16:45-17:00 საზეიმო გახსნა

17:30 ფინეთი - საქართველო

19:30 ბელარუსი - საბერძნეთი

11 აგვისტო, შაბათი

11:00 ესტონეთი - ფარერები

13:00 ლიტვა - შვეიცარია

15:00 ლუქსემბურგი - მაკედონია

17:00 საქართველო - ბელარუსი

19:00 საბერძნეთი - იტალია

12 აგვისტო - დასვენების დღე

13 აგვისტო, ორშაბათი

11:00 შვეიცარია - ლუქსემბურგი

13:00 ფარერები - მაკედონია

15:00 ესტონეთი - ლიტვა

17:00 საბერძნეთი - საქართველო

19:00 იტალია - ფინეთი

14 აგვისტო, სამშაბათი

11:00 ფარერები - ლიტვა

13:00 მაკედონია - შვეიცარია

15:00 ლუქსემბურგი - ესტონეთი

17:00 იტალია - საქართველო

19:00 ფინეთი - ბელარუსი

15 აგვისტო - დასვენების დღე

16 აგვისტო, ხუთშაბათი

11:00 ლიტვა - ლუქსემბურგი

13:00 მაკედონია - ესტონეთი

15:00 შვეიცარია - ფარერები

17:00 ფინეთი - საბერძნეთი

19:00 ბელარუსი - იტალია

17 აგვისტო - დასვენების დღე

18 აგვისტო, შაბათი. ნახევარფინალი

19 აგვისტო, კვირა. ფინალი

ჩემპიონატი ოფიციალური გვერდი: http://www.2018tbilisi.com/ka

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი:

იუთუბზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia

ფეისბუკზე: https://www.facebook.com/GEONHF/

აგრეთვე: https://www.ehftv.com/int/

საქართველოს ნაკრები

  1. ლუკა შველიძე GK (სამტრედია, 2001, 185)
  2. ირაკლი დიხამინჯია GK (პეგასი, 2000, 191)
  3. იური სილაგაძე GK (წყალტუბო, 2000, 192)
  4. ნიკოლოზ ძნელაძე LW (სამტრედია, 2001, 184)
  5. გიორგი ლაპიაშვილი P (პეგასი, 2000, 195)
  6. ჯემალ იმნაძე LW (ქუთაისი, 2001, 185)
  7. კახა ჩადუნელი CB (ლემგო, გერ, 2000, 177)
  8. გოჩა თურმანიძე LB (BSB ბათუმი, 2002, 185)
  9. დავით ნიაზაშვილი RW (გორი, 2000, 180)
  10. მიხეილ გველესიანი P (წყალტუბო, 2000, 188)
  11. ნიკოლოზ კალანდაძე CB (პეგასი, 2002, 196)
  12. გიორგი ცხოვრებაძე RB (მონპელიე, საფ, 2001, 193)
  13. გიორგი ხელაძე LW (წყალტუბო, 2000, 175)
  14. გიორგი ქათამაძე LW (პეგასი, 200, 185)
  15. ლევან იმნაძე RW (ქუთაისი, 2001, 185)
  16. ლუკა კახოშვილი LB (პეგასი, 2000, 196)
  17. გიორგი კუხალაშვილი LW (პეგასი, 2000, 192)
  18. ნიკოლოზ ასაბაშვილი P (ქარიშხალა, 2000, 185)
  19. ალექსანდრე დგებუაძე LB (პეგასი, 2001, 191)

მთავარი მწვრთნელი: ტიტე კალანდაძე

მწვრთნელები: სერგო დათუკაშვილი, გიორგი სახვაძე

მეკარეების მწვრთნელი: ამირან კომახიძე

ექიმი: ჯუმბერ ყარყარაშვილი

ჩემპიონატი ავსტრიაში - ტულნი, 12 გუნდი, 10-19 აგვისტო

A ჯგუფი: ჩეხეთი, თურქეთი, მონტენეგრო, უკრაინა, ბრიტანეთი, ირლანდია

B ჯგუფი: სლოვაკეთი, ავსტრია, ჰოლანდია, ლატვია, კოსოვო, ბულგარეთი

ორი ტურნირის გამარჯვებული იღებს 2020 წლის M20 Euro-ზე თამაშის უფლებას.

M18 Euro ხორვატიაში: კოპრივნიცა, ვარაჟდინი, 16 გუნდი, 9-19 აგვისტო

A: ხორვატია, სერბეთი, პორტუგალია, ისრაელი - B: საფრანგეთი, დანია, ნორვეგია, რუმინეთი - C: გერმანია, ესპანეთი, რუსეთი, უნგრეთი - D: სლოვენია, ისლანდია, შვედეთი, პოლონეთი - 15-16 ადგილებზე გასული გუნდები 2020 წლის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებისთვის დაქვეითდებიან მეორე დონეზე

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.146304
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X