სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

9:00 | 7.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

7 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1942. დაიბადა ზიგფრიდ ჰელდი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებისა და დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდი. ევროპის 1972 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1970 წლის მუნდიალის მესამეადგილოსანი. გფრ-ის ნაკრებში ჩაატარა 41 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. დორტმუნდელთა რიგებში გამოსვლისას 1966 წელს მოიპოვა თასების თასი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1948. დელფო კაბრერამ ლონდონის ოლიმპიური თამაშების მარათონული გარბენი მოიგო (2:34,51).

1954. ინგლისელი მძლეოსანი როჯერ ბენიტესი პირველი ათლეტი გახდა, რომელმაც ერთი მილის დისტანცია 4 წუთზე ნაკლებ დროში გაირბინა (3:59,4). იმავე წელს ბენიტესი პლანეტის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.

1963. თბილისის “დინამომ” დანიის ტურნეს მსვლელობისას “ვაილეს” 2:1 მოუგო. გოლები ზაურ კალოევმა და შოთა იამანიძემ გაიტანეს. “დინამო”: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ჩოხელი, ზეიმკლიშვილი, ილიადი, პეტრიაშვილი, მეტრეველი, კალოევი, იამანიძე (მაისურაძე), დათუნაშვილი. გუნდს მიხაილ იაკუშინი წვრთნიდა.

1976. თბილისის “დინამომ” ესპანეთის ქალაქ ლა ლინეას საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში, “მალაგასთან” 0:0 ითამაშა. ბურუსის გამო თამაში 57-ე წუთზე შეწყდა, ხოლო ნისლის გაფანტვის შემდეგ გუნდებმა პენალტების სერიაში გამოავლინეს გამარჯვებული. “მალაგამ” 5:4 მოიგო. “დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, ხიზანიშვილი, ჩივაძე, ქორიძე, დარასელია (გ. მაჩაიძე), ყიფიანი, ჩელებაძე, მ. მაჩაიძე. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1983. ნორვეგიელმა სტაიერმა გრეტე ვეიტცმა ქალთა შორის ჩატარებული პირველი მარათონული გარბენი მოიგო. შეჯიბრება ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ჩატარდა.

1984. თბილისის “დინამომ” ფინეთში ტურნეს დროს პიკთან 1:2 წააგო. “დინამოელთაგან” გოლი ვაჟა ჟვანიამ გაიტანა. “დინამო”: ქანთარია, მიქაბერიძე (სვანაძე), ჭედია, პაიკიძე, არზიანი (ჟვანია), კაკილაშვილი (გოგრიჭიანი), მახარაძე, სულაქველიძე, გუცაევი, ცაავა, გურული. გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა.

1987. ამერიკელმა მოცურავემ, ლინ კოქსმა ბერინგის სრუტე, აშშ-იდან საბჭოთა კავშირამდე (4 კმ 300 მ) გადაცურა. გაცურვის სირთულე ის გახლდათ, რომ წყლის ტემპერატურა ცელსიუსით 4 გრადუსს არ აღემატებოდა.

1991. ველოსიპედისტებმა, დანიელ ბუტნერმა, ბრეტ ანდერსონმა, მარტინ ენგელმა და ანა კნაბემ, აშშ-ის შტატ ალიასკიდან არგენტინამდე 15266 მილი მანძილის გავლა შეძლეს.

1991. აშშ-ის მძლეოსანთა ოთხეულმა 400 მეტრ მანძილზე ესტაფეტით რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (37,67).

1994. სანკტ-პეტერბურგში კეთილი ნების თამაშების საზეიმო დახურვის ცერემონიალის ფარგლებში რუსეთის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ნაკრებს 2:1 მოუგო. პლანეტის ნაკრებში გერმანელი მეკარე ჰარალდ შუმახერი, უნგრელი ლაიოშ დეტარი, პოლონელი ზბიგნევ ბონეკი და ახალგაზრდა ნაკლებადპოპულარული ფეხბურთელები თამაშობდნენ, რუსების ერთი გოლი კი ომარ თეთრაძის ანგარიშზეა.

1995. შვედეთის ქალაქ გეტებორგში მიმდინარე მძლეოსანთა მსოფლიოს პირველობაზე დიდმა ბრიტანელმა ათლეტმა ჯონათან ედვარდსმა სამმაგ ხტომაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (18 მეტრი, 28 სმ).

2006. არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდი, ერნან კრესპო ლონდონის “ჩელსიდან” მილანის “ინტერში” გადავიდა. არგენტინელმა მილანურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

2008. პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე აფრიალდა საქართველოს ეროვნული დროშა.

2011. ინგლისის საფეხბურთო სუპერთასი მეცხრამეტედ და ბოლო 5 სეზონში მეოთხედ “მანჩესტერ იუნაიტედმა” მოიპოვა. ლონდონში ქვეყნის ჩემპიონმა “იუნაიტედმა” ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მფლობელ თანაქალაქელ “სიტის” 3:2 მოუგო.

2012. ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მანუჩარ ცხადაიამ (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2013. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ტესტ-მატჩში იტალიასთან 69:85 წააგო.

ამ დღეს დაიბადნენ

1877. ულრიხ სალხოფი. შვედი სპორტსმენი. ციგურებით ფიგურულ სრიალში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი (1908). მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი.

1928. აბებე ბიკილა. ეთიოპიელი მძლეოსანი, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო სტაიერი. პირველი მარათონელი მსოფლიოში, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ოქროს მედალი. ეს რომის 1960 და ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადებზე მოხდა. 1973 წლის 15 ოქტომბერს საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპა.

1942. ზიგფრიდ ჰელდი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებისა და დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდი. ევროპის 1972 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1970 წლის მუნდიალის მესამეადგილოსანი. გფრ-ის ნაკრებში ჩაატარა 41 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. დორტმუნდელთა რიგებში გამოსვლისას 1966 წელს მოიპოვა თასების თასი.

1950. დევიდ ჯეიმს უოტლი. ამერიკელი მძლეოსანი. 800 მეტრზე რბენაში 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1951. გარი ჰოლი. ამერიკელი მოცურავე. 1968 და 1972 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ვერცხლის 2 და ბრინჯაოს მედლები.

1952. კორნელიუს “კეს” კისტი. ჰოლანდიის ნაკრების, “ალკმაარის” (1972-82, 1986-87), პსჟ-ის (1983-84), “ჰეერენვენის”(1984-85) ფორვარდი. ჰოლანდიის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი. საფრანგეთის თასის მფლობელი. ორჯერ გახდა ჰოლანდიის პირველობათა საუკეთესო ბომბარდირი. “ალკმაარის” რიგებში ჩაატარა 362 მატჩი, გაიტანა 213 გოლი. 1975-80 წლებში გამოდიოდა ჰოლანდიის ნაკრებში. 21 სანაკრებო მატჩში 4 გოლი გაიტანა.

1954. ვალერი გაზაევი. საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრების, ორჯონიკიძის “სპარტაკის,” მოსკოვის “ლოკომოტივისა” და “დინამოს,” ასევე თბილისის “დინამოს” თავდამსხმელი. თბილისის “დინამოს” ღირსებას 1986 წელს იცავდა და 19 მატჩში 8 გოლი გაიტანა. სსრკ-ის ნაკრებში ჩატარებული აქვს 8 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდათა შორის. გაზაევი ფედოტოვის კლუბის წევრია (118 გოლი). 1984 წელს მოსკოვის “დინამოს” შემადგენლობაში საკავშირო თასი მოიპოვა. საკავშირო პირველობებზე ჩაატარა 282 მატჩი, გაიტანა 89 გოლი. წვრთნიდა ვლადიკავკაზის “სპარტაკ-ალანიას”, რომელსაც 1995 წელს რუსეთის ჩემპიონობა მოაპოვებინა. ასევე წვრთნიდა რუსეთის ნაკრებსაც. მოსკოვის ცსკა-ს 2005 წელს UEFA-ს თასი მოაგებინა. ცსკა სამჯერ გახადა რუსეთის ჩემპიონი, ოთხჯერ ქვეყნის თასი დააუფლებინა. ამჟამად კიევის “დინამოსთან” ერთად 2009 წლის უკრაინის სუპერთასი მოიგო.

1957. ალექსანდრ დიტიატინი. სპორტულ ტანვარჯიშში მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი აბსოლუტურ და გუნდურ ჩათვლაში. მოიპოვა ოქროს მედალი რგოლების ვარჯიშშიც. მონრეალის 1976 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი (გუნდური). 1979 წლის მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი. ევროპისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი.

1958. ლარისა კარლოვა. საბჭოთა ხელბურთელი ქალი. 1976 და 1980 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1965. ჟოსელინ ანგლომა. წარმოშობით გვადელუპელი საფრანგეთის ნაკრების, “რენის”, “ლილის”, პსჟ-ის, “მარსელის,” “ტორინოს,” “ინტერისა” და “ვალენსიას” მცველი-ნახევარმცველი. 1988 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდათა შორის. 1993 წელს “მარსელთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2000 და 2001 წლებში ვალენსიელების რიგებში ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. “ინტერის” შემადგენლობაში უეფას თასის ფინალისტი (1997). მოპოვებული აქვს საფრანგეთისა და ესპანეთის ჩემპიონობა, ესპანეთის თასი და სუპერთასი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 37 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. 2006 წლიდან გამოდიოდა გვადელუპეს ნაკრებში (14 მატჩი, 4 გოლი).

1967. ევგენი პლატოვი. ყინულზე სპორტულ ცეკვებში 1994 და 1998 წლების ზამთრის ოლიმპიადების ჩემპიონი. გამოდიოდა წყვილში ოლგა გრიშჩუკთან ერთად.

1969. პოლ ლამბერტი. შოტლანდიის ნაკრების, გლაზგოს “სელტიკისა” და დორტმუნდის “ბორუსიას” ჰავბეკი. 1997 წელს დორტმუნდელთა რიგებში გამოსვლისას მოიგო ჩემპიონთა ლიგა. 2003 წელს გლაზგოელებთან ერთად იასპარეზა უეფას თასის ფინალში. შოტლანდიის სამგზის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი. 2002 წელს დაასახელეს შოტლანდიის საუკეთესო ფეხბურთელად. მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. შოტლანდიის ნაკრებში ჩაატარა 40 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.

1972. დავით ჯანაშია. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, ქუთაისის “ტორპედოს,” “სამტრედიას,” თბილისის “ლოკომოტიუის,” სოჭის “ჟემჩუჟინას” ფორვარდი. საქართველოს ნაკრების 10 მატჩში გაიტანა 3 გოლი.

1979. იგორ ლუკაშინი. რუსი წყალში მხტომელი. 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. იმავე წელს გახდა ევროპის ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110227
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X