ფეხბურთი

15:30 | 3.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერ იუნაიტედმა” მეკარე გაანათხოვრა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ახალგაზრდა მეკარე ჟოელ პერეირა “სეტუბალში” გაანათხოვრა. 22 წლის კიპერი სამშობლოში მომავალ სეზონს ჩაატარებს.

ჟოელი “წითელი ეშმაკების” აკადემიაში 2012 წელს მოხვდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში ძირითად გუნდში თამაში სულ 3-ჯერ მოუწია. ის ძირითადად 23-წლამდელთა გუნდში თამაშობდა და ასევე განათხოვრებული გახლდათ ჯერ “როჩდეილში”, ხოლო შემდგომ “ბელენენსესში”.

ცნობისთვის, პერეირას “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

0.123045