სხვა

13:47 | 3.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

იტალია 2026 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის ქალაქების ტრიოზე აკეთებს აქცენტს

იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩასატარებლად მილანის, ტურინისა და კორტინა დ'ამპეცოს ერთობლივი განაცხადის გაკეთების შესახებ იუწყება.

ერთგვარი წინასწარი მონახაზით, მილანი უმასპინძლებს ასპარეზობებს კერლინგში, ჰოკეიში, შორტ-ტრეკში და ფიგურულ ციგურაობაში. ციგურებით რბენა და ჰოკეისტთა რამდენიმე შეხვედრა ჩატარდება ტურინში, სამთო-სათხილამურო შეჯიბრება კი - მეზობელ სესტრიერში. ასევე რამდენიმე სამთო-სათხილამურო ასპარეზობას მიიღებს კორტინა დ'ამპეცო, ხოლო მეზობელ ვალ დი ფიემეში ჩრდილოურ ორჭიდსა და ტრამპლინიდან ხტომებს უმასპინძლებენ. ლივინოში სავარაუდოდ ჩატარდება შეჯიბრებები ფრისტაილში, ვალტელინასთვის მოიაზრება ბარის თხილამურობა და ბიატლონისტთა გამოსვლა, ხოლო სნოუბორდისთვის ბორნიოა შერჩეული.

გახსნისა და დახურვის ცერემონიალების ჩატარების ადგილი, სავარაუდოდ, მილანი იქნება.

ოლიმპიური სოფელი განთავსდება როგორც მილანში, ისე ტურინში.

პარალიმპური თამაშების არენებთან დაკავშირებული გეგმები ჯერჯერობით უცნობია.

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის ბრძოლის ოფიციალური კანდიდატები წლეულს ბუენოს აირესში IOC-ის სესიაზე დამტკიცდება, გაისად სექტემბერის IOC-ის სესიაზე კი თამაშების დედაქალაქიც გამოვლინდება.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109386