სხვა

0:41 | 1.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში კიბერსპორტის ადგილს ვერ ხედავს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახიოლიმპიური თამაშების პროგრამაში კიბერსპორტის შეტანას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ბახმა IOC-სა და კიბერსპორტული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

„გავა გარკვეული დრო, ვიდრე ბევრ გადაუჭრელ საკითხს გავცემთ პასუხს, მანამდე კი კიბერსპორტის ოლიმპიურ პროგრამაში ჩართვაზე საუბარს აზრი არ აქვს. ჩემს მემკვიდრეს ალბთა ექნება ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალება. რა თქმა უნდა, კიბერსპორტსა და სპორტის ტრადიციულ სახეობებს შორის არსებობს რიგი საერთო ღირებულებები. სწრაფვა - ეს სწორედ ისაა, რაც გვაერთიანებს. ჩვენ სწორად უნდა განვსაზღვროთ ცენტრალური საერთო ღირებულებები. მაგრამ არსებობს წითელი ხაზი, როდესაც საუბარია ძალადობისკენ ან დისკრიმინაციისკენ მიმართულ ქმედებაზე. ეს ვერ იქნება ოლიმპიადაზე. ჩვენ ეს გვესმის."

http://geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
2.293779