სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ძიუდო

21:50 | 29.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონის ოქროს დაბრუნება
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ზაგრების გრან პრი საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ბოლო ილეთი გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) შეასრულა. ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა ქართველმა მძიმეწონოსანმა ხორვატიაში, გადამწყვეტ ბრძოლაში ებრაელი ორ სასონი ბეჭებით ისე დაანარცხა ტატამს, რომ არ გცოდნოდა, ვერაფრით იფიქრებდი, ევროპის ორგზის და ოლიმპიური თამაშების პრიზიორს ხვდებოდა თუ ვინმე დამწყებ ძიუდოისტს.

საქართველოს ნაკრებმა გრან პრი ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავთანდილ ჭრიკიშვილიც (90 კგ) ავიდა. ლაშა ტაველური (100 კგ) კი ბრინჯაოს დაეუფლა.

გურამ თუშიშვილმა შეჯიბრება ჩილელ ფრანსისკო სოლისთან დაჭიდებით გახსნა და მეტოქე მესამე წუთზე გააკრა ტატამს. იპონ-იპონ ჩამოიშორა უზბეკი ბეკმორუდ ოლტიბოევი და აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაურიც. ნახევარფინალში კი ევროპის და მსოფლიოს პრიზიორს, უკრაინელ იაკივ ხამოს ვაზარი აკმარა.

ავთანდილ ჭრიკიშვილი ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა საერთაშორისო არენას და უმალ ოქროს მედლით. 27 წლის ძიუდოისტმა, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის სამგზის (2013, 2014, 2015) და მსოფლიოს (2014) ჩემპიონია, ზაგრების გრან პრიზე 90 კილოგრამში იჭიდავა და კრიტიკოსებს შეახსენა, რომ მის ჩამოწერაზე საუბარი სისულელეა.

საქმეში ჭრიკიშვილი შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსთან დაჭიდებით ჩაერთო და მეტოქეს ვაზარით სძლია. მეორე წრეში, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრს – ოლიმპიურ და მსოფლიოს პრიზიორ სერგიუ ტომას წუთი აკმარა მოგვერდით დასამარცხებლად. ჩეხ დავიდ კლამერს ორ წუთში შეუსრულა სუფთა გდება. მეოთხედფინალში ბრიტანელ მაქს სტიუარტს ვაზარით მოუგო. ვაზარითვე ჩამოიშორა ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტი - ფრანგი აქსელ კლერჟე. საჩემპიონო ბრძოლაში კი მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონს და ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტს - კუბელ ეშლი გონზალესს დაეჭიდა და წარმატების მცირე შანსიც არ მისცა. ავთანდილ ჭრიკიშვილი შეხვედრის დასაწყისშივე დაწინაურდა ვაზარითა და მოწინააღმდეგის ორი გაფრთხილებით და უპირატესობა ზედმეტი ნერვიულობის გარეშე შეინარჩუნა.

ლაშა ტაველურმა ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან – რუსეთის ნაკრების წევრ ნიაზ ილიასოვთან წაგებით. იქამდე სლოვაკ მატეი ჰაიასსა და ჰოლანდიელ სიმეონ კატარინას სძლია, ხოლო ბრინჯაოს გზაზე ბელარუს დანიელ მუკეტესა და მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონ ელხან მამადოვს.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ზაგრების გრან პრიზე სულ 9 სპორტსმენით გამოვიდა. საპრიზო სამეულს მიღმა დარჩნენ: ლაშა ჩადუნელი (60 კგ), თორნიკე ნაგლიაშვილი (66 კგ), თამაზ კირაკოზაშვილი, კობა მჭედლიშვილი (ორივე 81 კგ), გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ) და გიორგი ქავთარაძე (+100 კგ).

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.101309
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X