ფეხბურთი

12:07 | 28.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩმა "მანჩესტერს" წარმატებები უსურვა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “მანჩესტერ იუნაიტედს” წარმატებები უსურვა. შვედმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი სეზონი “წითელი ეშმაკებითსთვის” წარმატებული იქნება.

“ჟოზე მოურინიო ყველასთვის ცნობილია, მას ყოველთვის გამარჯვება სურს. გასულ სეზონში პორტუგალიელმა ვერაფერი მოიგო, თუმცა ეს ხშირად არ ხდება.

ახლა ის გუნდთან ერთად მუშაობს და ახალი სეზონისთვის ემზადება. დარწმუნებული ვარ ეს ეტაპი მისთვის წარმატებული იქნება.

“მანჩესტერს” რამდენიმე ახალი ფეხბურთელი ყავს და მათ წარმატებებს ვუსურვებ. იმედი მაქვს, რომ გაიმარჯვებენ, რადგან ეს მათ ძალიან სჭირდებათ”, -უთხრა იბრამ Sky Sport-ს.

აქვე გეტყვით, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩს 10 აგვისტოს, “ლესტერის” წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109706