ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. არგენტინელმა Canale 9-ის პირდაპირ ეთერში საკუთარი დის შვილი შეურაცხყო. ვალტერ კრისტიან მაჩუას მარადონა ქონების გაფლანგვაში ადანაშაულებს.
"მან შეჭამა ჩემი ფული, გაყიდა მანქანები" - განაცხადა არგენტინელმა.
აქვე გეტყვით, რომ 57 წლის მარადონამ რამდენიმე დღის წინ ვალტერს ადვოკატები გაუგზავნა, რომელიც მოითხოვდა, რომ მისი სახელის გამოყენებით სარგებლობა და ქონების გაფლანგვა შეეწყვიტა.