ფეხბურთი

1:14 | 27.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ სიყვარულის ქალაქიდან დაიწყებს: სერია A-ს კალენდარი ცნობილია

იტალიის სერია A-ს 2018-2019 წლების სეზონის კალენდარი ცნობილია. მთავარი ინტრიგა იყო თუ სად შედგებოდა კრიშტიანუ რონალდუს იტალიური დებიუტი. “იუვენტუსი” პირველ ტურში ვერონაში, “კიევოს” ესტუმრება და დიდი ალბათობით, რონალდუც პირველად მოირგებს შავ-თეთრ მაისურს.

სხვა მხრივ, პირველი ტურის ცენტრალური მატჩი რომში გაიმართება, სადაც “ლაციო” “ნაპოლის” დაუხვდება. სხვათა შორის, ნეაპოლელებს ძალიან რთული დასაწყისი აქვთ, რადგან საწყის ოთხ ტურში მეტოქეებად “ლაციო”, “მილანი”, “სამპდორია” და “ფიორენტინა” ერგოთ.

აქვე, პირველი ტური:

“ატალანტა” – “ფროზინონე”

“ბოლონია” – “სპალი”

“კიევო” – “იუვენტუსი”

“ემპოლი” – “კალიარი”

“ლაციო” – “ნაპოლი”

“მილანი” – “ჯენოა”

“პარმა” – “უდინეზე”

“სამპდორია” – “ფიორენტინა”

“სასუოლო” – “ინტერი”

“ტორინო” – “რომა”

იტალიის ჩემპიონატი 19 აგვისტოს დაიწყება.

აქვე, სრული კალენდარი.

თეგებისერია A
0.120815