ფეხბურთი

19:45 | 25.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” პაშალიჩი კვლავ გაანათხოვრა

ლონდონის “ჩელსიმ” ხორვატი ნახევარმცველი მარიო პაშალიჩი კვლავ გაანათხოვრა.

ხორვატი ფეხბურთელი დამდეგ სეზონს “ატალანტაში” გაატარებს, ხოლო დასრულებისთანავე იტალიურ კლუბს მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა შეეძლება.

ცნობისთვის, პაშალიჩი “ჩელსიში” 2014 წელს ჩაირიცხა, თუმცა თამაშის შანსი საერთოდ არ მისცემია. ის აქამდე განათხოვრებული “ელჩეში”, “მონაკოში”, “მილანში” და “სპარტაკში” გახლდათ. მას ხორვატიის ნაკრების მაისურით 6-ჯერ უთამაშია, თუმცა მუნდიალზე 23-კაციან შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110024