ფეხბურთი

22:21 | 23.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელთა განათლების PRO-ლიცენზიის კურსი - ტუტორების სემინარები გრძელდება

სამწვრთნელო განათლების უმაღლესი საფეხურის - მწვრთნელთა PRO-ლიცენზიის ფარგლებში, ტუტორთა გადამზადების კურსები ინტენსიურად მიმდინარეობს.

თბილისში, აღნიშნულ კურსს, სფფ-ის ტექნიკური დირექტორის - ზაზა ზამთარაძის კოორდინირებით, უეფას სამწვრთნელო განათლების ექსპერტი, გენადი სკურტული უძღვება.

კურსის მონაწილეები ბოლო მოდულს აგვისტოში გაივლიან, რის შემდეგაც მათ უკვე შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

პირველი გასვლითი მიკრო-სემინარი ჩატარდა ასევე თელავშიც. რომელსაც საფეხბურთო კლუბ თელავის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დეკანოსიძემ უმასპინძლა. სემინარში მონაწილეობას გია ჭიაბრიშვილი, კობა ჟორჟიკაშვილი, ლევან კორღალიძე და დავით ქოქიაშვილი იღებდნენ.

გასვლით სამუშაო შეხვედრას სფფ-ის დელეგაციასთან ერთად, უეფას წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114504