ფეხბურთი

16:45 | 23.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰიონესი: "იოზილი ისე თამაშობდა, როგორც ნაგავი"

მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მესუთ იოზილს გერმანიის ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მოუწონა და აღნიშნა, რომ ეს აქამდეც უნდა გაეკთებინა.

“კარგია, რომ ეს კოშმარი დასრულდა და ნაკრები დატოვა. იოზილი კარგა ხანია ისე თამაშობს, როგორც ნაგავი. ბოლოს მან კარგად 2014 წლის მუნდიალზე ითამაშე. ახლა კი, მას ფოტოზე ერდოღანთან ერთად ვხედავთ. როდესაც, “ბაიერნი” “არსენალს” ხვდებოდა, ვცდილობდით, რომ ბურთი მის ზონაში მაქსიმალურად ყოფილიყო, რადგან ვიცოდით, რომ მეტოქის სუსტი წერტილი გახლდათ.

რეალობა ისაა, რომ იოზილს წლების განმავლობაში არ უნდა ეთამაშა ეროვნულ ნაკრებში”, - განაცხადა ჰიონესმა.

შეგახსენებთ, მესუთ იოზილმა გერმანიის ნაკრების ღირსება 92 შეხვედრაში დაიცვა, 23 გოლი გაიტანა და 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120048