ფეხბურთი

19:55 | 22.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე პსჟ-ში 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს

პსჟ-ს ფრანგი შემტევი კილიან მბაპე ახალი სეზონიდან 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, აღნიშნულ ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს.

აქამდე პარიზულ კლუბში 7-ნომრიან მაისურს ლუკას მოურა ატარებდა, რომელიც “ტოტენჰემში” გადავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მბაპეს დიდი სურვილი ჰქონდა 7-ნომრიანი მაისური ცმოდა. როგორც იცით ის კრიშტიანუ რონალდუს დიდი გულშემატკივარია და პორტუგალიელს ყოველთვის მაისურზე 7 ნომერი აწერია.

აქამდე მბაპე პსჟ-ში 29-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113646