სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

11:52 | 22.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიდი და კარგი საქმე - თერაპია და სპორტი ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ნარკომანია და ალკოჰოლიზმი ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რომაა - ამაზე ალბათ ყველა ვთანხმდებით. ალბათ იმაზეც ვთანხმდებით, რომ ამ სენით დაავადებულ ადამიანებს მიყურისძირება კი არა, დახმარება და თანადგომა სჭირდებათ და ცნობილი ამბავია, რომ რეაბილიტაციისათვის სპორტი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და სპორტს შეუძლია ბევრად უფრო გაუმარტივოს და შეუმსუბუქოს ადამიანს გადალახვის პროცესი, ვიდრე ნათესავ-ახლობელ-მეგობრების არაფრისმომტან შეგონებებს.

მთელს მსოფლიოში ნარკომანებისა და ალკოჰოლდამოკიდებულების სამკურნალოდ მრავალგვარი სარეაბილიტაციო ცენტრები არსებობს და მკურნალობის მეთოდოლოგიაც სხვადასხვაგვარია. საქართველოში კი ერთდერთი ასეთი ცენტრი სულ რაღაც ორი წლის წინ, კახეთში, სოფელ გრემში გაიხსნა. მე მქონდა საშუალება საკუთარი თვალით მენახა გრემის ფსიქო-სოაცილური რეაბილიტაციის ცენტრში (წამალ და ალკოჰოლ დამოკიდებული ადამიანებისთვის) და ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ საქართველოში მართალია გვიან, მაგრამ დაიწყო ასეთ ხალხზე ზრუნვა. გრემის ცენტრი გახლავთ საქართველოში ერთადერთი სადღეღამისო დაწესებულებაა, სადაც დამოკიდებული ადამიანები ფსიქო-სოაცილურ რეაბილიტაციას სხვადასხვა სპეციალისტებისა და არტ თერაპიის დახმარებით გადიან. იმედია ასეთი ცენტრების რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

ამ ცენტრში ადამიანები საკუთარი სურვილით მიდიან, მათ სრულიად უფასოდ მკურნალობენ და ვფიქრობ ეს მართლაც დიდი საქმეა, რომელსაც საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა“ ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს. რაც შეეხება სპორტულ ელემენტს - ცენტრში სულ მალე გაიხსნება სავარჯიშო დარბაზი, სპეციალური ადგილი დაეთმობა პინკ-პონგისა და ბილაირდის მაგიდებს და ასევე იგეგემება სხვა სახის სპორტული აქტივობები, რაც ბენეფიციარებს ნამდვილად სჭირდებათ.

ნარკომანია და ალკოჰოლიზმი პრობლემურია საკუთრივ სპორტსმენებშიც. ბევრი დღემდე ვერ ხვდება, რატომ უნდა განარკომანდეს სპორტსმენი. ეს წარმოუდგენელია არა იმიტომ, რომ სპორტსმენი ადამიანი არ არის და მას არ შეიძლება ჰქონდეს სუსტი ნებისყოფა. ბევრისთვის უბრალოდ შეუძლებელია, ნორმალური ადამიანი მინდორზე ოფლს ღვრიდეს, თუნდაც მცირე წარმატებას აღწევდეს და წლების განმავლობაში გაწეულ წვალებას მავან “ბარიგებსა” და მათ მსგავს ხალხს სწირავდეს.

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის - დიეგო მარადონას წინააღმდეგობებით სავსე ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ, სამწუხაროდ საქართველოში ბევრისგან გაიგონებთ, რომ “დიეგომ ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, მისთვის ნარკომანობაც დაშვებულიაო”. ეს აზრი სხვა წარმატებულ, მაგრამ განარკომანებულ არასპორტსმენ ადამიანებზეც ვრცელდება. საერთოდ, ჩვენი ხალხი ნარკომანიისადმი ლოიალურია იმ შემთხვევაში, თუკი ნარკომანი წარმატებული ადამიანია. წარუმატებლებს კი პირიქით - აბუჩად იგდებენ.

და ბოლოს, პირადად ვიცნობ რამდენიმე თბილისელ ნარკომანს, მაგრამ ყველაზე მეტად, მაინც 19 წლის ირაკლი მეცოდება, რომელიც თემაქაზე ცხოვრობს და უკვე სამი წელიწადია წამალზეა მიჯაჭვული. ჩვეულებრივი, უბრალო თბილისელი ბიჭია ეს ირაკლი და სულაც არა ჰგავს თავის სხვა მეგობარ-თანამეინახეებს. ბევრი პატარა, ნიჭიერი ფეხბურთელი მინახავს, მაგრამ არა მგონია რომელიმე ყოფილიყო ირაკლის დარი. მე და ჩემი მეგობრები სტადიონზე სწორედ 14-15 წლის ირაკლის თამაშის სანახავად დავდიოდით ხოლმე და იქიდან გახარებულები ვბრუნდებოდით, რომ პირადად ვიცნობდით ისეთ ბავშვს, რომელიც მალე მთელს მსოფლიოს აალაპარაკებდა. ახლა კი ირაკლის ცხოვრება სულ სხვა მდინარებით მიემართება. ირაკლის შველა სჭირდება და არა ციხეში გამომწყვდევა. ამისათვის საერთველოში ერთადერთი დაწესებულება - გრემის ფსიქო-სარებილიტაციო ცენტრი არსებობს!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112108
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X