კალათბურთი

20:57 | 21.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ალბანეთი 60 ქულით გაანადგურა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს ან მე-13 ადგილზე დაასრულებს, ან მე-14-ზე. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ტურნირის ბოლო მატჩში ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი ესტონეთს შეხვდება და გამარჯვებული მე-13 ადგილს დაიკავებს.

ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ქართველებმა დღეს საკვალიფიკაციო მატჩში ალბანეთი დაამარცხეს. ჩერქეზიშვილის გუნდმა ბალკანელებსძალიან იოლად მოუგო – 104:44. საქართველოს ნაკრებში ტრავმირებული ლადო ფირცხვანიძის გარდა ყველამ ითამაშა. სარგებლიანობის კოეფიციენტით საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია, რომელმაც 14 ქულა, 12 მოხსნა, 4 დაფარება და 3 პასი მოაგროვა. ორმაგი დუბლი შეასრულა დავით აფხაზავამ – 13 ქულა, 10 პასი – და სანდრო მამუკელაშვილმა – 14 ქულა, 10 მოხსნა.

საქართველოსა და ესტონეთის მატჩი 22 ივლისს, თბილისის დროით 14;45 საათზე გაიმართება.

ალბანეთი – საქართველო
სტატისტიკა: 44:104

gbf.ge

0.116797