ფეხბურთი

17:55 | 21.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მილანს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს

იტალიური “მილანის” ხელმძღვანელობაში ცვლილებებია. როგორც დღეს კლუბის აქციონერთა შეხვედრაზე გაცხადდა სტრუქტურაში რამდენიმე ცვლილება მოხდა.

რაც მთავარია გუნდს ახალი პრეზიდენტი ჰყავს – პაოლო სკარონი. 71 წლის იტალიელი წარსულში ნავთობისა და გაზის ცნობილი კომპანიის Eni-ს გენერალური დირქეტორი იყო.

ამრიგად, პრეზიდენტის პოსტი დატოვა იონჰონ ლიმ. მასთან ერთად გაათავისუფლეს აღმასრულებელი დირექტორი მარკო ფასონეც.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური პრობლემების გამო ცოტა ხნის წინ “მილანი” ამერიკული კომპანიის, Eliot Management-ის მფლობელობაში გადავიდა.

თეგებიმილანი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109748