ფეხბურთი

10:34 | 21.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" ორი ახალწვეული

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისის “ტორპედომ” ორი ფეხბურთელი დაიმატა. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, სლოვაკი ფორვარდი მილოში ლაჩნი და სურინამელი თავდამსხმელი გლეოფილო ვლიტერი გაიფორმა.

30 წლის მილოშ ლაჩნმა “ტორპედოსთან” 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ბოლოს სამშობლოში, “ჟილინას” შემადგენლობაში. სხვა და სხვა დროს ასევე უთამაშია “რუჟემბეროკში”, “სლასკში”, “დანდი იუნაიტედსა” და პრაღის “სპარტაში”. სწორედ ამ გუნდის რიგებში გახდა ჩეხეთის ჩემპიონი და მოიგო ამავე ქვეყნის სუპერთასი.

რაც შეეხება გლეოფილო ვლიტერს, 18 წლის სურინამელი თავდამსხმელია, რომელსაც ამავე ქყვენის ასაკობრივ ნაკრებებში აქვს ნათამაშები.

0.136084