სხვა

18:50 | 20.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი - საქართველომ იტალიას წინააღმდეგობა ვერ გაუწია

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაასრულა. რევაზ ჩომახიძის გუნდი დასკვნით ტურში ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ იტალიას დაუპირისპირდა და მედგარ წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

თუმცა, ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა, იმდენად, რამდენადაც აპენინელებს ევროპაში გამორჩეული გუნდი ჰყავთ, რაზეც წინა ტურში უნგრეთის ნაკრების დიდი უპირატესობით ძლევაც მოწმობს. იტალიის ნაკრების უპირატესობა ამჯერადაც დიდი იყო და 14:3 ადვილად გაიმარჯვა.

და მაინც, ქართველი წყალბურთელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იტალიელთა კარი სამჯერ დალაშქრეს. საქართველომ ჯგუფში სამივე თამაში წააგო და ბუნებრივია, რომ მეოთხე ადგილზე გავიდა. შესაბამისად, ახლა მხოლოდ მე-13 ადგილისთვის თუ გაიწევს. ქართველთა მომდევნო მეტოქე 22 ივლისს, თურქეთის ნაკრები იქნება.

საქართველო – იტალია 3:14 (0:3, 1:3, 1:5, 1:3)

გოლები: 0:1 ფილიოლი, 0:2 ბოდეგასი, 0:3 პრეშიუტი, 0:4 რენძუტო, 0:5 ბოდეგასი, 0:6 მოლინა, 1:6 რურუა (პენ), 2:6 რურუა, 2:7 ველოტო, 2:8 მოლინა, 2:9 პრეშიუტი, 2:10 დი ფულვიო, 2:11 დი ფულვიო, 2:12 ფლიოლი, 2:13 ბერტოლი, 2:14 ველოტო, 3:14 მაგრაქველიძე

მატჩის სტატისტიკა

0.113547