ფეხბურთი

17:21 | 20.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "პსჟ-ში ვრჩები!"

ბრაზილიელმა ნეიმარმა მასთან დაკავშირებული ჭორები უარყო და განაცხადა, რომ “პარი სენ ჟერმენის” დატოვებას არ აპირებს. სამხრეთ ამერიკელი შემტევის განცხადებით, იგივე აზრზეა, როგორც 1 წლის წინ, როდესაც პსჟ-სთან კონტრაქტს აფორმებდა.

“პსჟ-სთან კონტრაქტი მაქვს. პარიზში ჩამოვედი და ეს ჩემთვის გამოწვევაა, ახალი მიზნები და ახალი სიმაღლეები. აზრი არ შემიცვლია შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული, ვრჩები პსჟ-ში. ჩემთვის ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად თამაში პატივია. ის დიდებული მეკარე და კიდევ უფრო დიდი ადამიანია. ბუფონს პსჟ-სთვის ბევრის მიცემა შეუძლია და იმედია, რომ თავის გამოცდილებას მაქსიმალურად გამოიყენებს”, - განუცხადა ნეიმარმა FOX შპორტს-ს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ესპანურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც პსჟ ნეიმარის გაყიდვას მადრიდის “რეალში” აპირებდა.

თეგებინეიმარიპსჟ
0.115076