კალათბურთი

14:54 | 20.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში 2 მატჩი მოიგო

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის ემზადება. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდი სტამბოლში იმყოფება, სადაც ვარჯიშთან ერთად ამხანაგურ მატჩბსაც მართავს. სტამბოლში მიმდინარეობს საზაფხულო ლიგა სახელწოდებით Eurobasket, რომელშიც მონაწილეობენ პერსპექტიული კალათბურთელები ამერიკიდან, კანადიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, ირანიდან, ლიბანიდან…

ეს მოთამაშეები კემპის ფარგლებში ვარჯიშობენ და მათგან შემდგარია გუნდები, რომლებსაც პირობითი სახელები ჰქვიათ: ევრობასკეტ 1, ევრობასკეტ 2, ევრობასკეტ 3. საქართველოს ნაკრების კალათბურთელები კემპში ჩართულნი არ არიან – ბერიშვილის გუნდი კემპის მხოლოდ იმ ნაწილში მონაწილეობს, როცა თამაშები იმართება. ჩვენმა 18-წლამდელთა ნაკრებმა 2 მატჩი გამართა და ორივეში იმარჯვა: ევრობასკეტ 2-ს 80:58 სძლია, ხოლო მე-3 გუნდი 96:50 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან ბელგიის, უნგრეთის, ავსტრიის, ესტონეთის და აზერბაიჯანის ნაკრებები.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11354