თამაშგარე

10:43 | 20.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს სატრფო აკონტროლებს

არავის უკვირს ის ამბავი, რომ ყველა ცნობილ ფეხბურთელს ქალები უკან გუნდ-გუნდად დასდევენ და გასაქანს არ აძლევენ. ასეთ დროს ბევრ მობურთალს საკუთარი ძალების დაძაბვა და ვნებების მოთოკვა უჭირს, რათა ყველა ქალს არ მისცენ მასთან ხვანცალის საშუალება და ამ გზით პელესავით არ გამრავალაშვილიანდნენ.

პორტუგალიელი სუპერმეგოლე, კრიაშიანუ რონალდუ ამ კუთხით ნამეტნავად ატეხილი ვინმეა და ქალებთან თანაყოფაზე უარს იშვიათად ამბობს. ეს კარგად იცის კრიშტიანუს ამჟამინდელმა გულისსწორმა, ჯორჯია როდრიგესმა და სათამაშოდ ტურინში წასულ სატრფოს უკან სწორედ ამიტომაც გაჰყვა.

ჯორჯია ამბობს, რომ რონალდუს, როგორც მეგობარს ენდობა, მაგრამ როგორც მამაკაცს ეშინია, რომ იტალიელი ქალები გასაქანს არ მისცემენ. ამის მრავალი მაგალითი როდრიგესაანთ ქალს ესპანეთშიც ბევრი უნახავს და იძულებულია შეყვარებულის ხელი მუდმივად ხელში ეჭიროს და ამ გზით მოიპოვოს ესოდენ ნანატრი სიმშვიდე და გარანტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119727