სხვა

22:20 | 19.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზუკა რურუა: იტალია ყველაზე რთული მეტოქეა

წყალბურთში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზუკა რურუა კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. დამაჯერებელი, მშვიდი თამაში ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისგან და რურუა ევროპის ჩემპიონატზეც შედეგიანი, მაგალითის მომცემია. საქართველომ ბარსელონაში ორი ტესტი წააგო. ჯერ, უნგრეთთან. მეორე, გერმანიასთან - 9:10. მოგების შანსი იყო. და ბოლო შეხვედრაში ჩვენი ოპონენტი იქნება იტალია. გუნდი - ფავორიტი. არა მხოლოდ ჩვენთან. ვუსმენთ კაპიტანს.

1. გერმანიასთან თამაში შეაფასეთ?

ზ.რ: გერმანია ძლიერი გუნდია. მაგრამ კონკრეტულად ამ შეხვედრაში ჩვენზე უკეთესი არ იყო. ბოლო წამებამდე ვიბრძოლეთ. არ უნდა წაგვეგო, ფრე უნდა ყოფილიყო. საწყენია ასეთი თამაშის წაგება. ბოლოში უხეში შეცდომები დავუშვით. მართლა საწყენია.

2. ნაკრებმა მოუმატა. რის ხარჯზე?

ზ.რ: ნაკრები ბევრად დალაგებულია. ეს არის მომატების, სტაბილურობის მიზეზი. ერთმანეთის გვჯერა, გუნდურად, ყურადღებით ვთამაშობთ, თუმცა, თუ ნაკლებ შეცდომას დავუშვებთ, უკეთესი იქნება.

3. იტალიასთან შეხვედრაში რას უნდა ველოდოთ?

ზ.რ: იტალია დღეს ყველასთვის რთული მეტოქეა. ხედავთ, როგორ, რა ანგარიშებით იგებს. უნგრეთს 7 ბურთით (12:5) მოუგო და უნგრეთი მედლებისთვის იბრძვის. იტალია ყველაზე რთული მოწინააღმდეგეა. მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვითამაშოთ და თავიდანვე წინ არ უნდა გავუშვათ.

ზურა თალაკვაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114279