სხვა

21:20 | 19.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის მეორე თამაშების ბილეთები 1 დეკემბრიდან გაიყიდება

მინსკის 2019 წლის ევროპის მეორე თამაშებზე დასასწრები ბილეთები გაყიდვაში 1 დეკემბრიდან გამოვა. ოფიციალური ოპერატორებისა და სააგენტოების მეშვეობით ბილეთები გაიყიდება როგორც ბელორუსში, ისე ევროპის მასშტაბით, 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

1 მარტიდან მსოფლიო მასშტაბით თამაშებზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება www.minsk2019.ticketpro.by საიტის დახმარებით.

მარკეტინგის, კომერციული საკითხებისა და სარეკლამო ფონდის მენეჯერის მაქსიმ კოშკალდას თქმით, ბილეთების ფასი ოქტომბერში გამოცხადდება.

geonoc.org.ge

0.113815