ფეხბურთი

16:52 | 17.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანიც "იუვენტუსში!"

იტალიის მოქმედი ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” აქტიურობას განაგრძობს, თუმცა ამჯერად სატრანსფერო ბაზარზე არა. როგორც ესპანური Libertad Digital-ი იტყობინება, “ბებერი ქალბატონი” უკვე შეუთანხმდა ზინედინ ზიდანს და ლეგენდარული ფრანგი ტურინში ბრუნდება.

არა, მასიმილიანო ალეგრი ინაჩუნებს მთავარი მწვრთნელის პოსტს და მინიმუმ 1 წელი მას არაფერი ემუქრება. ზიდანი “იუვეში” სხვა აპლუაში იმუშავებს. როგორც ესპანური მედია გვამცნობს, ლეგენდარული ფრანგი ოქტომბრის თვიდან სპორტული დირექტორის, ფაბიო პარატიჩის მრჩეველი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციას ანიელების ოჯახის ახლობელიც ადასტურებს. აქვე, შეგახსენებთ, რომ "იუვემ" "რეალის" კიდევ ერთი ყოფილი წევრი კრიშტიანუ რონალდუ უკვე გაიფორმა.

თუ ასე მოხდა, ზინედინ ზიდანი “იუვენტუსს” 17-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდება. მოგეხსენებათ, ფრანგი 1996-2001 წლებში ფეხბურთელის რანგში იცავდა “ბებერი ქალბატონის” ღირსებას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123445