ფეხბურთი

23:23 | 15.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

პელე: "მბაპე კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს კლუბში"

საფრანგეთის 19 წლის შემტევმა კილიან მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ხორვატიას მეოთხე გოლი გაუტანა და პელეს შემდეგ გახდა პირველი თინეიჯერი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გოლი გაიტანა მოახერხა. ამ ფაქტს თავად ფეხბურთის "მეფე" პელე გამოეხმაურა.

"ჩემს შემდეგ მეორე თინეიჯერი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გოლი გაიტანა. მბაპე კეთილი იყო შენი მობრძანება ჩემს კლუბში. ძალიან სასიამოვნოა, როცა ასეთი კომპანიონი მყავს"- განაცხადა პელემ.

პელემ 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მასპინძელ შვედეთის ნაკრებს ორი გოლი გაუტანა.ამ დროს პელე 17 წლის იყო. ფინალი ბრაზილიამ 5:2 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112991