ავტოსპორტი

2:43 | 14.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ში ქულათა ახალ სისტემის შემოღებას განიხილავენ

ფორმულა ერთის ხელმძღვანელობა, მსოფლიო ჩემპიონტი ქულათა ახალი სისტემის შემოღების შესაძლებლობას განიხილავს. „ფორს ინდიას“ თანამფლობელ ვიჯეი მალიას თქმით, მალე ალბათ ქულები 15 ან არაა გამორიცხული, 20-ვე პილოტსაც დაერიცხოს. უფრო მეტიც, ასევე განიხილება ქულებით პოულ პოზიციის და უსწრაფესი წრის შეფასებაც.

ინდური გუნდი არ არის ფ1-ის სტრატეგიული ჯგუფის წევრი, მაგრამ მალია კარგად არის ინფორმირებული და იცის, რომ ქულების საკითხი, ბრიტანეთის დიდი პრიზის დღეებში ჩატარებული სხდომისას განიხილებოდა.

„ისინი ფიქრობენ, რომ ქულები ოცივე მანქანას მისცენ. ეს მაშინ მოხდბა, თუ ყველა მანქანა ფინიშზე მისვლას შეძლებს. ბოლოს ერთი ქულა შეხვდება. ჯერჯერობით ეს ყველაფერი განიხილება და საბოლოო ვარიანტი შერჩეული არ არის“, - ამბობს მალია.

ფორმულა 1-ის ქულათა ახლანდელი სისტემა 2010 წელს შემოიღეს. ქულები 10 ყველაზე სწრაფ პილოტს ენიჭება. ამასთან, გამარჯვებულს 25 ქულა ერგება. რბოლებში მხოლოდ 20 პილოტი მონაწილეობს, თუმცა იყო დრო, როცა სტარტზე 26 მანქანა დგებოდა. პერიოდულად სისტემა იცვლებოდა. ქულებს ხუთი, ექვსი და რვა პილოტი ღებულობდა. ამასთან, ერთ დროს პილოტს მის მიერ მოპოვებული ყველა ქულა არ ეთვლებოდა. მას შესაძლოა 16-ვე რბოლაში მოეპოვებინა ქულა, მაგრამ მათგან 12 საუკეთესო ჩაეთვლებოდა. მოკლედ, ქულათა გამართული სისტემით ფ1 არასდროს გამოირჩეოდა.

მოქმედ სპორტულ და ტექნიკურ რეგლამენტებს ვადა 2020 წელს გაუვა. და ქულების ახალი სისტემის დამკვიდრებაც სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

0.121302