სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

10:11 | 11.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

11 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1958. დაიბადა უგო სანჩესი. მექსიკის ნაკრების, უნამ-ის, მადრიდის “ატლეტიკოს” (1981-85) და “რეალის” (1985-92), “რაიო ვალეკანოს”, “ატლანტეს”, ავსტრიული “ლინცის”, მექსიკის “ატლეტიკო სელაიას” ცენტრფორვარდი. მექსიკის ნაკრებში ჩაატარა 58 მატჩი, გაიტანა 29 გოლი. საკლუბო დონეზე ჩაატარა 672 მატჩი, გაიტანა 387 გოლი. უეფას თასის მფლობელი (1986). მოპოვებული აქვს მექსიკის (1977, 1981), ესპანეთის (1986, 1987, 1988, 1989, 1990) ჩემპიონობა. 1985,1986, 1987, 1988, 1990 წლებში გახდა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი. დაასახელეს მეოცე საუკუნის მექსიკის საუკეთესო სპორტსმენად. აღიარეს მეოცე საუკუნის კონკაკაფის საუკეთესო ფეხბურთელად. წვრთნიდა უნამ-ს (2000-05), “ნეკაქსას” (2006), მექსიკის ეროვნულ (2007-08) და ოლიმპიურ (2008) ნაკრებებს. მწვრთნელის რანგში 2004 წელს მოიგო მექსიკის აპერტურისა და კლაუსურას ჩემპიონატები.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1903. ირლანდიაში კატერებს შორის პირველი შეჯიბრება ჩატარდა.

1905. დაარსდა ბოულინგის საერთაშორისო ფედერაცია.

1931. ლონდონურმა საფეხბურთო კლუბმა “არსენალმა” გამოაცხადა, რომ 1930-31 წლების სეზონის განმავლობაში, მისმა მოგებამ 19451 გირვანქა შეადგინა. ეს თანხა იმხანად რეკორდული მაჩვენებელი იყო.

1936. სსრკ ფეხბურთელთა პირველ ჩემპიონატში, მოსკოვის “დინამომ” “სპარტაკი” 1:0 დაამარცხა და პირველი ჩემპიონი გახდა. დინამოელებმა საგაზაფხულო პირველობის ექვსივე მატჩი მოიგეს.

1958. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, პარიზის “რასინგთან” 2:2 ითამაშა. ქართველთაგან გოლები მელაშვილმა და ხუნდაძემ გაიტანეს. თამაში თბილისში ჩატარდა. “დინამო”: კოტრიკაძე, ჩოხელი, ბორის სიჭინავა, ხოჭოლავა, ხუნდაძე, ღოღობერიძე, ხასაია (გაგნიძე), ბარქაია, მელაშვილი, იამანიძე, მესხი. “დინამოს” ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.

1966. მსოფლიოს მერვე ჩემპიონატი ფეხბურთში (ინგლისი). გახსნის მატჩი: ინგლისი-ურუგვაი 0:0. ლონდონის “უემბლიზე” მატჩს 87 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1978. ლონდონის “ტოტენჰემ ჰოტსპურმა” არგენტინელი მსოფლიოს ჩემპიონები, ოსვალდო არდილესი და რიკარდო ვილა იყიდა. სამხრეთამერიკელი ნახევარმცველების შეძენა, ჩრდილოლონდონელებს მილიონ 25 ათასი გირვანქა დაუჯდათ.

1982. ესპანეთის მსოფლიოს მეთორმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალი: გფრ-იტალია 1:3. გოლები პაოლო როსიმ, მარკო ტარდელიმ, ალესანდრო ალტობელიმ (იტალია) და პაულ ბრაიტნერმა (გერმანია) გაიტანეს. პირველ ტაიმში ანტონიო კაბრინიმ პენალტი ვერ გამოიყენა. მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” მატჩს 90 ათასი მაყურებელი დაესწრო. იტალია (ნაკრებს ენცო ბეარზოტი წვრთნიდა): ძოფი, ჯენტილე, ბერგომი, კოლოვატი, შირეა, კაბრინი, ორიალი, ტარდელი, კონტი, გრაციანი (ალტობელი, კაუზიო), როსი. გფრ (ნაკრებს იუპ დერვალი წვრთნიდა): შუმახერი, კალცი, შტილიკე, კარლ-ჰაინც ფიორსტერი, ბერნდ ფიორსტერი, დრემლერი (ჰრუბეში), ბრაიტნერი, რუმენიგე (მიულერი), ბრიგელი, ლიტბარსკი, ფიშერი. შეხვედრას ბრაზილიელი არბიტრი კოელიო სჯიდა.

1982. იტალიის ნაკრების მეკარე დინო ძოფი ფეხბურთში ყველაზე ხანდაზმული მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. იმ დღეს “პაპა დინო” 40 წლისა და 133 დღისა იყო.

1982. მსოფლიოს მეთერთმეტე საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალი მუნდიალების გადამწყვეტ მატჩში პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელია, რომლის დროსაც პენალტი არ იქნა რეალიზებული.

1988. პროფესიონალ მოკრივეთა შორის სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონმა, მაიკ ტაისონმა მრჩევლად დონალდ ტრამფი დაიქირავა.

1998. მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (საფრანგეთი). მატჩი მესამე ადგილისათვის: ხორვატია-ჰოლანდია 2:1, გოლები პროსინეჩკიმ, შუკერმა (ხორვატია) და ზენდენმა (ჰოლანდია) გაიტანეს. პარიზის “პარკ დე ფრენსის” სტადიონზე თამაშს 45 500 მაყურებელი დაესწრო.

2006. ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბოლნისის “სიონმა” აზერბაიჯანულ “ბაკის” 2:0 სძლია.

2006. უეფას 76 წლის მოქმედმა შვედმა პრეზიდენტმა ლენარტ იუჰანსონმა განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში.

2006. ჰოლანდიელი საფეხბურთო სპეციალისტი ლეო ბეენჰაკერი პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

2007. ვენუსუელაში მიმდინარე კოპა ამერიკას ნახევარფინალში არგენტინამ მექსიკას 3:0 მოუგო. მატჩი ქალაქ პუერტო ორდასში ჩატარდა.

2009. მსოფლიო უნივერსიადის საკალათბურთო ტურნირის (მამაკაცები) ფინალში სერბიამ რუსეთს 73:51 მოუგო.

2010. სამხრეთ აფრიკის მუნდიალის ფინალში, იოჰანესბურგში ესპანეთმა ჰოლანდიას დამატებით დროში 1:0 მოუგო. გოლი ანდრეს ინიესტამ გაიტანა. ესპანეთის ნაკრებს ვისენტე დელ ბოსკე წვრთნიდა. ესპანეთი გახდა პირველი ევროპული ნაკრები, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი “ძველ” კონტინენტს მიღმა მოიგო. ჰოლანდია მუნდიალის ფინალში მესამედ დამარცხდა.

2013. ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში საჩხერის “ჩიხურამ” გასვლაზე ლიხტენშტაინის “ვადუცთან” 1:1 ითამაშა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ქუთაისის “ტორპედო” სლოვაკეთში “ჟილინას” 3:3 დაუზავდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ამ დღეს დაიბადნენ

1878. ბობ სუტერი. ინგლისელი ფეხბურთელი. მან ყველაზე ხანდაზმულ ასაკში იასპარეზა ინგლისურ ლიგაში. “ჰალიფაქსის” რიგები, სუტერმა უკანასკნელად 1929 წლის 24 აპრილს დაიცვა.

1947. იაროსლავ პოლაკი. 1968-80 წლებში ჩეხოსლოვაკიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი. ევროპის 1976 წლის ჩემპიონი. ევროპის 1980 წლის მესამეადგილოსანი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. მოპოვებული აქვს ჩეხოსლოვაკიის თასი.

1949. ემერსონ ლეაო. 1970-86 წლებში ბრაზილიის ნაკრების მეკარე. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონი (მექსიკის ტურნირის მსვლელობისას ძირითადი მეკარის ფელიქსის დუბლიორი იყო). მსოფლიოს 1974 და 1986 წლების ჩემპიონატების მონაწილე. 1978 წლის მუნდიალის მესამეადგილოსანი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 81 მატჩი, გაუშვა 51 გოლი. შეყვანილია სამხრეთ ამერიკის ყველა დროის საუკეთესო მეკარეთა ათეულში. ორჯერ ითამაშა ფიფას ნაკრებში. ბრაზილიის სამგზის ჩემპიონი. მოგვიანებით მწვრთნელი გახდა და 2000 წლის 15 ნოემბრიდან 2001-ის 9 ივნისამდე იყო ბრაზილიის ნაკრების დამრიგებელი. მწვრთნელის რანგში მოპოვებული აქვს ბრაზილიისა და იაპონიის ჩემპიონობა.

1951. ვალტერ მეუვსი. ბელგიის ნაკრებისა და ლიეჟის “სტანდარდის” ცენტრალური მცველი. ევროპის 1980 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ბელგიის ნაკრებში გამოდიოდა 1977-84 წლებში და მის რიგებში ჩაატარა 46 მატჩი. თასების თასის ფინალისტი. 1982 წელს ამ ტურნირის ნახევარფინალში თბილისში “დინამოს” წინააღმდეგ ითამაშა (მატჩი ლიეჟელებმა 1:0 მოიგეს). ბელგიის ოთხგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. მოპოვებული აქვს ჰოლანდიის ჩემპიონობაც.

1953. ლეონ სპინქსი. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივე. მონრეალის 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1978 წელს, პროფესიონალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1955. სერგეი ბაბინოვი. საბჭოთა ჰოკეისტი. ამპლუით მცველი. საბჭოთა კავშირის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების, აგრეთვე ზამთრის ოლიმპიადის გამარჯვებული.

1958. უგო სანჩესი. მექსიკის ნაკრების, უნამ-ის, მადრიდის “ატლეტიკოს” (1981-85) და “რეალის” (1985-92), “რაიო ვალეკანოს”, “ატლანტეს”, ავსტრიული “ლინცის”, მექსიკის “ატლეტიკო სელაიას” ცენტრფორვარდი. მექსიკის ნაკრებში ჩაატარა 58 მატჩი, გაიტანა 29 გოლი. საკლუბო დონეზე ჩაატარა 672 მატჩი, გაიტანა 387 გოლი. უეფას თასის მფლობელი (1986). მოპოვებული აქვს მექსიკის (1977, 1981), ესპანეთის (1986, 1987, 1988, 1989, 1990) ჩემპიონობა. 1985,1986, 1987, 1988, 1990 წლებში გახდა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი. დაასახელეს მეოცე საუკუნის მექსიკის საუკეთესო სპორტსმენად. აღიარეს მეოცე საუკუნის კონკაკაფის საუკეთესო ფეხბურთელად. წვრთნიდა უნამ-ს (2000-05), “ნეკაქსას” (2006), მექსიკის ეროვნულ (2007-08) და ოლიმპიურ (2008) ნაკრებებს. მწვრთნელის რანგში 2004 წელს მოიგო მექსიკის აპერტურისა და კლაუსურას ჩემპიონატები.

1966. როდ სტრიკლენდი. “პორტლენდ თრეილ ბლეიზერსისა” და “ვაშინგტონ უიზარდსის” მცველი (190 სმ).

1972. ჰასიმ რახმანი. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, 2001 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1976. ედუარდო ნაჯერა. პუერტო რიკოს საკალათბურთო ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტ უორიორზის” მსუბუქი ფორვარდი (203 სმ).

1989. იოან გურკუფი. საფრანგეთის ნაკრების, “რენის”, “მილანის”, “ბორდოს”, “ლიონის” ნახევარმცველი. საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებული აქვს 28 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. 2007 წელს “მილანთან” ერთად მოპოვებული აქვს ჩემპიონთა ლიგის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველობა. საფრანგეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი (2009). მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში სამხრეთ აფრიკასთან გურკუფი მინდვრიდან გააძევეს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110232
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X