სხვა

22:44 | 9.07.2018 | ნანახია 230 - ჯერ

იტალიის 2026 წლის საოლიმპიადო განაცხადმა ქვეყნის მთავრობისგან მხარდაჭერა მიიღო

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის იტალიის განაცხადმა ქვეყნის მთავრობისგან მხარდაჭერა მიიღო. საბოლოო სიტყვა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტზეა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ოლიმპიადის მოსურნე სამი კანდიდატიდან - მილანი, ტურინი კორტინა დ'ამპეცო, რომელი გააგრძელებს ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ბრძოლას.

იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი საკუთარ არჩევანს 10 ივლისს გამოაცხადებს. სავარაუდოდ, იტალიის ეოკ-ი არჩევანს მილანზე გააკეთებს.

2026 წლის თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლას რეფერენდუმის შედეგებით გამოეთიშა ავსტრიის გრაცი და შვეიცარიის სიონი. 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის ბრძოლას აგრძელებენ სტოკჰოლმი (შვედეთი), საპორო (იაპონია), ერზრუმი (თურქეთი). ცოტა ხნით ადრე, კანადის ოლიმპიურმა კომიტეტმა 2026 წლის ზამთრის თამაშების მასპინძლობისთვის ერთხმად დაამტკიცა კალგარის კანდიდატურა.

geonoc.org.ge

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.061891