სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

15:23 | 8.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალის დანატოვარი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატების ჩატარების უფლების მოპოვებას სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა შესაძლოა სხვადასხვა მიზნებით და ინტერესებით ცდილობდეს. ზოგან უმთავრესად ფინანსურ მოგებას თვლიან და ჩემპიონატს წმინდა მარკეტინგული თვალით უყურებენ. ზოგან მასპინძლობის სურვილი მხოლოდ პოლიტიკური მიზნებითაა ნაკარნახევი და არის და ადრეც იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ტირანულმა რეჟიმებმა მუნდიალები საკუთარი ხელისუფლების გასამყარებლად, მასებზე ზეგავლენის მოსახდენად და საერთაშორისო საზოგადოების თვალში ლეგიტიმურობის გასაზრდელად გამოიყენეს.

მუნდიალის მასპინძლობა ცხადია დიდ რისკებთანაცაა დაკავშირებული. შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ჩემპიონატიდან მასპინძელ ქვეყანას არათუ კოლოსარული მოგება არ დარჩეს, არამედ გვარიანად იზარალოს და აქეთ სხვადასხვა სავალუტო ფონდების ვალებიც დაედოს. ასევე მეტად სარისკო ამბავია, ჩემპიონატის მონაწილე გუნდებისა და ქომაგების უსაფრთხოების მაღალ დონეზე დაცვა. როგორც იცით, მუნდიალზე 32 გუნდი მონაწილეობს და ამ ბაბილონურ სიჭრელეში ნამდვილად რთულია სიტუაციის ისე გაკონტროლება, რომ გარდაუვალი ექსცესები აიცილო თავიდან. რისკ-ფაქტორია ისიც, რომ მასპინძელი ქვეყნის ეროვნული ნაკრების დამარცხების და ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემთხვევაში, მოსახლეობა არამხოლოდ ფეხბურთელების, შესაძლოა ხელისუფლების მიმართაც კი კრიტიკულად განეწყოს და უამრავი გამწარებული და განაწყენებული ადამიანი რას მოიმოქმედებს - ეს არავინ იცის.

რაზეც ყველა თანხმდება (ქომაგი იქნება ეს თუ სპორტთან მწყრალად მყოფი ადამიანი) ისაა, რომ საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების შემდეგ, ყველა მასპინძელი ქვეყანა ხეირობს, რადგან მათ რჩებათ საჩემპიონატედ აშენებული, ანდა რეკონსტრუირებული ახალთახალი სტადიონები, რომლებიც რომ არა ჩემპიონატი, შესაძლოა უბრალოდ არ ქონოდათ. ასეთი ხარისხიანი ინფრასტრუქტურა ნებისმიერი (თუნდაც ძალიან განვითარებული) ქვეყნისთვის საოცნებო და სასურველია.

ხშირად მომხდარა ისე, რომ სახელდობრ მუნდიალისთვის აშენებული დიდი სტადიონები შემდეგში რთულად მოსავლელი და ძვირი შესანახი გამომდგარა, მაგრამ როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის ამბიციები გაგაჩნია, სტადიონების მოვლა ელემენტარულად უნდა შეგეძლოს. სხვაგვარად არაფერი გამოვა. ერთი ისაა, რომ საკლუბო ტურნირებზე და მეტადრე საკლუბო ეროვნულ ჩემპიონატებზე სამუნდიალედ აშენებული უზარმაზარი სტადიონები თითქმის ვეღარასოდეს ივსება და ამის ნათელი მაგალითები გვაქვს ბოლონიის, ნეაპოლის, მეხიკოს, იოჰანესბურგის, ტოკიოს, სტოკჰოლმის სტადიონებით. ამ ქალაქებში გამართული მუნდიალების შემდეგ, დიდი და ლამაზი სტადონები დღესაც გვაწონებენ თავს, თუმცა ამ სტადიონების გავსება თანამედროვე ვითარებაში წარმოუდგენლად რთულია.

ახალი და თანამედროვე სტადიონები და ზოგადად საფეხბურთო ინფრასტრუქტურის ხარისხი ის საკითხია, რომლის გარეშეც ფეხბურთის განვითარება ვერც ერთ ქვეყანაში ვერ მოხდება. სწორედ ამ ყველაფრის არქონა ხშირად ხდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში ბავშვებისათვის ფეხბურთის გუნდებისა თუ წრეების არარსებობის მიზეზი და საქართველოში მშობლებს ყოველწლიურად სულ უფრო ცოტა ბავშვი შეყავთ ფეხბურთზე. რასაკვირველია დიდი საფეხბურთო ტურნირების საქართველოში გამართვა ჯერ მხოლოდ ოცნების საკითხია და იმის დალოდება, რომ ოდესმე ჩვენთანაც სამუნდიალედ აშენდება დიდი და კარგი სტადიონები - უბრალოდ სასაცილოა. არადა, უსტადიონოდ ფეხბურთი სად გაგონილა?...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113806
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X