სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ავტოსპორტი

2:14 | 8.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონის მეექვსე პოული სილვერსტოუნზე
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა დასჭირდა იმისათვის, რომ ბრიტანეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლაში, თავისი მთავარი კონკურენტი, ასევე ოთხგზის ჩემპიონი და მიმდინარე სეზონის ლიდერი, სებასტიან ფეტელი უკან ჩამოეტოვებინა.

კვალიფიკაციის მესამე ნაწილის პირველ ცდაზე, ფეტელი მეტოქეზე 0.057 წამით სწრაფი იყო, მაგრამ მეორე, გადამწყვეტ ცდაზე ჰამილტონმ ძალინ მოინდმ და გერმანლზე 0.044 წამით უკეთესი დრო დააფიქსირა. მან სილვერსტოუნის წრე წუთსა და 25.892 წამში გაიარა, რაც ამ ტრასის რეკორდია.

„ყველაფერი გავიღე, რაც შემეძლო. ორივე ფერარისთან ძალიან დაძაბული ბრძოლა გამოგვივიდა. კოკპიტში ვლოცულობდი, რომ ეს თქვენთვის გამეკეთებინა. ეს ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო წრე იყო, რაც კი ოდესმე გამივლია. და ალბათ ყველაზე ძლიერი ზეწოლის ქვეშ მომიწია მისი გავლა“, - ასე მიმართა ნარბოლევს ჰამილტონმა ფანებს, რომლებსაც გავსებული ჰქონდათ სილვერსტოუნის ტრიბუნები.

„მერსედესის“ ბრიტანელი პილოტისთვის ეს კარიერაში 76-ე პოულ პოზიციაა, რომელთაგან 6 სილვერსტოუნზე მოიპოვა. კვირას ის ამ ტრასაზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ფეტელს მესამე პრაქტიკის დროს კისერი დაეჭიმა და იყო იმის შანსი, რომ კვალიფიკაციაში მონაწილეობა ვერც მიეღო. მან განაცხადა, რომ სწორზე ტემპი დაკარგა და შესაძლოა, პოულიც ამის გამო გაუშვა ხელიდან. მას მხოლოდ 0.054 წამით ჩამორჩა თანაგუნდელი კიმი რაიკონენი.

კიმის სტარტზე გვერდს თანამემამულე ვალტერი ბოტასი დაუმშვენებს. მესამე რიგში კი „რედ ბულის“ პილოტები დადგებიან, რომელთაგანაც უფრო სწრაფი კვლავ მაქს ფერსტაპენი იყო, რომელმაც ერთი კვირის წინ, ავსტრიის დიდი პრიზის რბოლა მოიგო. ნარბოლევს ჰოლანდიელმა განაცხადა, რომ სიმძლავრის დეფიციტის გამო, სწორ მონაკვეთებზე ჯამში დაახლოებით წამი დაკარგა.

მეოთხე რიგში „ჰაასის“ პილოტები დადგებიან, რომლებიც კვლავაც ადასტურებენ ამერიკული გუნდის წინსვლას. ათეულში კვლავ შეაღწია „ზაუბერის“ მონაკოელმა შარლ ლეკლერმა, ვისაც მალე „ფერარიში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

კვალიფიკაციაში დროის დაფიქსირება ვერ შეძლეს „ტორო როსოს“ ბრენდონ ჰარტლიმ და „უილიამსის“ ლანს სტროლმა. ახალზელანდიელს მესამე პრაქტიკაზე მოუვიდა ავარია და გუნდმა მანქანის მომზადება ვერ მოასწრო. კანადელმა კი თავისი მანქანის დამტვრევა კვალიფიკაციის დასაწყისშივე „მოასწრო“ და ამიტომ, სწრაფი დროის დაფიქსირება ვერ შეძლო.

ბრიტანეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:25.892
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:25.936
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:25.990
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:26.217
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:26.602
  6. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:27.099
  7. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:27.244
  8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:27.455
  9. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1:27.879
  10. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:28.194
  11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:27.901
  12. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:27.928
  13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:28.139
  14. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:28.343
  15. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:28.391
  16. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:28.456
  17. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:29.096
  18. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1:29.252
  19. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) დროის გარეშე
  20. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) დროის გარეშე
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.188315
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X