სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

21:45 | 6.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯანლუიჯი ბუფონი პსჟ-ს ფეხბურთელია (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჯანლუიჯი ბუფონი “პარი სენ ჟერმენის” ფეხბურთელია. აღნიშნული ინფორმაცია პარიზული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ჯიჯიმ პსჟ-სთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც შესაძლოა დამდეგ ზაფხულს სურვილის შემთხვევაში ავტომატურად 1 წლით გახანგრძლივდეს.

40 წლის კიპერმა საფრანგეთში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:

“ბედნიერი ვარ. ჩემს კარიერაში პირველად დავტოვე სამშობლო და ასეთი ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ ამბიციურმა პროექტმა გადამადგმევინა. მადლობა კლუბის პრეზიდენტს ნდობისთვის. პსჟ ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა და ხალხის გულში შევიდა.

ჩემს ყველა ენერგიას, გამოცდილებას, გუნდს მოვახმარ და დავეხმარები, რომ მივაღწიოთ დასახულ მიზნებს. გვინდა სტადიონზე დიდი ემოციები ვაჩუქოთ გულშემატკივრებს. ეს კლუბი იმსახურებს, რომ საერთაშორისო ფეხბურთის მწვერვალზე ავიდეს”, - თქვა ბუფონმა.

იტალიელი მეკარე მომდევნო სეზონის განმავლობაში ანაზღაურების სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო 9 ივლისს, გულშემატკივრების წინაშე "პარკ დე პრენსის" სტადიონზე წარადგენენ.

ჯანლუიჯი ბუფონისთვის პსჟ მესამე გუნდია კარიერაში. აქამდე ის “პარმას” (1995-2001) და “იუვენტუსის” (2001-2018) ღირსებას იცავდა. “ბებერი ქალბატონის” რიგებში ბუფონმა 656 მატჩი ჩაატარა, 9-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, 4-ჯერ იტალიის თასი, 5-ჯერ იტალიის სუპერთასი, ხოლო სამჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.1123
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X