ფეხბურთი

22:23 | 4.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" წარმატებული და "სამტრედიას" წარუმატებელი რეპეტიცია ევროტურნირებამდე

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტური დღეს ორი მატჩით დაიწყო. გათამაშების ლიდერმა “საბურთალომ” აუტსაიდერი “სამტრედია” როგორც მოსალოდნელი იყო დაამარცხა. ევროტურნირები კარსაა მომდგარი, მაგრამ იმერელთა კრიზისს ბოლო არ უჩანს და 2016 წლის საქართველოს ჩემპიონი ამჯერადაც უქულოდ დარჩა.

“საბურთალომ” პირველი ტაიმში კომფორტული უპირატესობა შეიქმნა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. მართალია, ანტე გიის პენალტით მასპინძლებმა ანტრაქტამდე ერთი გოლი გაქვითეს, მაგრამ თბილისურმა გუნდმა მატჩის მიწურულს ორბურთიანი უპირატესობა განიმტკიცა და მოიგო.

მოიგო მოქმედმა ჩემპიონმა “ტორპედომ”, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე ბოლო რეპეტიცია გაიარა. ქუთათურებმა ფოთის “კოლხეთს” შანსი არ დაუტოვეს – 3:0. სხვათა შორის, ანგარიში მარეკ ჰლინკამ გახსნა, რომელმაც დებიუტი ჰქონდა “ტორპედოს” რიგებში.

“საბურთალომ” ამასობაში ლიდერობა განიმტკიცა და პირველი წრის ჩემპიონობაც გაიფორმა. აი, “სამტრედია” და “კოლხეთი” კი აუსტაიდერები არიან და მდგომარეობის დროულად გამოსწორება მართებთ.

“სამტრედია” – “საბურთალო” 1:3 (1:2)

გოლები: 0:1 ვოლკოვი (20), 0:2 კოხრეიძე (31), 1:2 ანტე გი (38, პენ), 1:3 ვაგნერი (81)

“ტორპედო” – “კოლხეთი” 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჰლინკა (21), 2:0 დოლიძე (59), 3:0 ქიმაძე (66)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106762