კალათბურთი

0:54 | 23.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან პირველი სპარინგ-მატჩი დათმო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადებლად პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ილიას ზუროსის გუნდი პრაღაში ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისირდა და 57:71 დამარცხდა.

მატჩი მოსამზადებელი ხასიათის იყო და ის ილიას ზუროსმა დებიუტანტების გამოსაცდელად კარგად გამოიყენა. ყველაზე მეტი ჩვენი ნაკრების ამერიკელმა ახალწვეულმა თად მაკფადენმა და 19 წლის სანდრო მამუკელაშვილმა ითამაშეს. სათამაშო დრო მიეცა ლუკა ბულაშვილსაც, ხოლო 18 წლის გოგა ბითაძემ მოედანზე 23 წუთი დაჰყო და ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გახლდათ – 14 ქულა, 8 მოხსნა.

საქართველოს ნაკრებს ძირითადად პერიმეტრის გადაკეტვა უჭირდა, თუმცა სწრაფი ჩეხები სამწამიან ზონაშიც ხშირად შემოდიოდნენ და ქართელების კალათს შედეგიანად ლაშქრავდნენ. ჩვენს მსროლელებს არ გაუმართლათ – დუდა სანაძემ და მიხეილ ბერიშვილმა ჯამში 8 სამიანი ააცილეს, საქართველოს ანგარიშზე არსებული 3 შორი სროლა კი მაკფადენმა მიითვალა, რომელიც 18 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.

თავიდანვე რომ ჩამორჩა, საქართელოს ნაკრები მთლი შეხვედრის მანძილზე აგებდა. ბოლო წუთბზე ზუროსის გუნდმა ჩამორჩნა 9 ქულამდე შეამცირა, თუმცა მატჩის მოგება თვითმიზანი არ ყოფილა და დარჩნილ დროში ქართველებმა მეტოქეს თავი არ შეაკლეს. მასპინძლებმა საბოლოოდ 14 ქულით იმარჯვეს.

საქართველო და ჩეხეთი პრაღის “კრალოვკა არენაზე” ერთმანეთს 23 მაისს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან. გუნდების ხელმძღვანელობის შეთანხმებით, მატჩი დახურული ხასიათის იქნება და მას მაყურებელი არ დაესწრება. ზუროსი ამ შეხვედრაში სავარაუდოდ იმ კალათბურთელებსაც გამოცდის, რომლებსაც დღეს არ უთამაშიათ – რატი ანდრონიკაშვილს და აკაკი დვალიშვილს.

ჩეხეთი – საქართველო
სტატისტიკა: 71:57

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109172