სხვა

20:20 | 22.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ბოულერები ლას ვეგასში იასპარეზებენ
შესარჩევი ტურნირი ბოულინგში  - ბოლრუმი

2018 წლის 4-11 ნოემბერს ამერიკაში, კერძოდ ლას ვეგასში გაიამრთება Qubica AMF-ის მსოფლიო თასი ბოულინგში. ამ ტურნირზე წარმოდგენილი იქნებიან ბოულერები 90 ქვეყნიდან. Qubica AMF-ის მსოფლიო თასი ბოულინგში არის ყველაზე პრესტიჟული და წარმომადგენლობითი ტურნირი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ასპარეზობა აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების ჩემპიონებს, თასის გამარჯვებულებს და პლანეტის უძლიერეს ბოულერებს. აქ თითოეულ ქვეყანას თითო მამაკაცი და ქალი წარმოადგენს.

21 ივნისს ბოულინგკლუბ „ბოლრუმში“ ამ თემისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ბოულინგის ფედერაციის მიერ. ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის ირაკლი წულაძის გარდა ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხეს „ბოლრუმის“ გენერალურმა მენეჯერმა, გიორგი მურჯიკნელმა და თბილისის შესარჩევი ტურნირის სახემ და საპატიო პრეზიდენტმა, მოდელმა ირინა ონაშვილმა.

საქართველოს ბოულინგის ფედერაცია და ბოლრუმი 22-24 ივნისს ატარებს ბოულინგის ტურნირს საუკეთესო მამაკაცი და ქალი ბოულერის გამოსავლენად, რომლებიხც საქართველოს სახელით იასპარეზებენ ლას ვეგასში. ბოლრუმი არის Qubica AMF-ის წარმომადგენელი საქართველოში და მისი ბოულინგკლუბი აღჭურვილია უახლესი პრემიუმკლასის აპარატურით, რაც ბოულერებს საკუთარი შესაძკლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენის საშუალებას აძლევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128157