ფეხბურთი

17:36 | 22.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრა

22 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარეს, გრეგ კლარკსა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ჯენ ბეითმენს უმასპინძლეს.

შეხვედრის მთავარი თემა არსებული გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია წარმატებით თანამშრომლობენ ახალი პროექტის - „მოხალისეთა ლიდერობის“ ფარგლებში, რომელიც მოხალისეთა გადამზადებასა და მათი შემდგომი ჩართულობის ზრდას ისახავს მიზნად.

აღნშნული პროგრამის პირველი ინტერაქტიული სემინარი უკვე ჩატარდა თბილისში, რომელიც სფფ-ის მასობრივი ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით წარიმართა. პროგრამისათვის შერჩეულმა 10-მა მოხალისემ გადამზადების კურსი თბილისში გაიარა, ხოლო საუკეთესო მონაწილეები აგვისტოს თვეში, რამდენიმე დღით ინგლისში გაემგზავრებიან, სადაც ფეხბურთის ასოციაციის ბაზაზე, სენტ ჯეიმს გარდენზე გაივლიან სტაჟირებას.

GFF.GE

0.134097