ფეხბურთი

16:17 | 22.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ხერმან, მესი თუ რონალდუ?" - სიმეონეს საუბარი ბურგოსთან არგენტინის ნაკრებზე

დიეგო სიმეონე არგენტინის ნაკრების წარუმატებლობის შესახებ საუბრობს. მადრიდის “ატლეტიკოს” მწვრთნელის აუდიოჩანაწერებს Whatsapp-იდან გამოცემა Onda Cero აქვეყნებს.

“ჩოლო” “როხიბლანკოში” თავის თანაშემწეს და არგენტინის ნაკრების ყოფილ მეკარეს, ხერმან ბურგოსს უგზავნის შეტყობინებებს:

“ის, რაც არგენტინაში ხდება, უკვე 4 წელია გრძელდება. სამწუხაროდ, არ არსებობს ლიდერი ხელძმღვანელობაში და გასახდელშიც. გუნდი გაურკვევლობაშია, ეს ანარქიაა. ნაკრები ცუდადაა, მაგრამ ჩვენ არგენტინა ვართ და უნდა გვჯეროდეს. ახლა ისლანდიაზე ვართ დამოკიდებული, რომელმაც ორიდან ვერცერთი თამაში ვერ უნდა მოიგოს. ვფიქრობ, ნიგერია გაიმარჯვებს და შემდეგ ჩვენ აფრიკელებს დავამარცხებთ. თუ არადა, ისლანდია ხორვატიას ვერ დაამარცხებს.

ყველა ვამბობთ, რომ თამაშის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ფეხბურთელები არიან და როდესაც ჩვენ, მწვრთნელები ვცდებით, ეს გაცილებით უარესია, ვიდრე ფეხბურთელების შეცდომები. ხორვატიასთან ტაქტიკით ისლანდიასთან უნდა გვეთამაშა, რადგან ისლანდია გაცილებით უფრო სუსტი გუნდია.

მესი ძალიან ძლიერია, მაგრამ ძალიან ძლიერია მაშინ, როდესაც ასეთივე თანაგუნდელები ჰყავს. თუ შენ ნორმალური გუნდის შექმნა გენდომებოდა, ვის აირჩევდი, მესის თუ რონალდუს?”, - ასე სრულდება დიეგოს საუბარი ბურგოსთან.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებს D ჯგუფში ორ ტურის მერე 1 ქულა აქვს და მესამე შეხვედრას ნიგერიასთან ჩაატარებს.

0.119419