კალათბურთი

14:48 | 22.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრების გენერალური ვარჯიში ჩეხეთთან მატჩამდე

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ამხანაგურ მატჩში ჩეხეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა პრაღაში – “კრალოვკა არენაზე”, 18:00 საათზე (თბილისის დროით 20:00) გაიმართება. ეს გახლავთ მსოფლიოს 2019 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის დარჩენილი 2 მატჩისთვის მოსამზადებელი შეხვედრა. ორივე გუნდი ოფიციალური მატჩებისთვის ემზადება და დღევანდელი სპარინგი ორივესთვის სასარგებლო იქნება.

საქართველოს მსგავსად, ჩეხეთიც არაა სრული შემადგენლობით. სლავებს 2 წამყვანი მოთამაშე – იან ვესელი და ტომაშ სატორანსკი აკლიათ. ილიას ზუროსის გუნდს კი, მოგეხსენებათ, თორნიკე შენგელია და მანუჩრ მარკოიშვილი ჯერ არ შემატებია. დღევანდელი მატჩი მწვრთნელებისთვის გაწეული სამუშაოს ერთგვარი შეჯამება იქნება. ილიას ზუროსს ნაკრებში ახალგაზრდა, დებიუტანტი წევრები ჰყავს, რომელთათვისაც ჩეხეთთან მატჩი თავის გამოჩენის, გუნდთან ადაპტირების კარგი შესაძლებლობა იქნება. ჩენს ნაკრებში პირველად ითამაშებს ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, თად მაკფადენიც, რომელიც დიდად გამოცდილი კალათბურთელია და სპარინგ-მატჩები ქართველებთან შესათამაშებლად დიდ სამსახურს გაუწევს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩის წინა საღამოს, 2-საათიანი, გენერალური ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსმა გუნდი ყველა კომპონენტში ავარჯიშა: იყო სროლებში შეჯიბრი, მოთელვები, ორმხრივი და ცალ ფარზე თამაში – რაც ძველი და ახალი კომბინაციებით იყო დატვირთული. მწვრთნელი კალათბურთელების მონდომებით და შესრულებული დავალებებით უკმაყოფილო არ დარჩენილა.

საქართველოს ნაკრები თამაშის დღეს, 11:00 საათზე “კრალოვკა არენაზე” კიდევ ერთხელ მივა და მოთელვითი ხასიათის, მსუბუქ ვარჯიშს ჩაატარებს.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126008