სხვა

14:40 | 21.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მედია -საბილიარდო ტურნირი „მეტროპული 2018“
პრეს-რელიზი

21 ივნისს, 19:45 წუთზე თბილისში, ვერის ბაღში (კოსტავას 37ა), საბილიარდო „მეტროპულში“ სტარტს აიღებს მედია-საბილიარდო ტურნირი „მეტროპული 2018“. ტურნირში, საქართველოში აკრედიტებული 18 მედია-საშუალების 40 წარმომადგენელი მონაწილეობს. მონაწილეთა შორის 6 გოგონაა.ტურნირი ბილიარდის ერთ-ერთ სახეობაში „პულში“ ჩატარდება.

„მეტროპული 2018“ მონაწილეთა შორის არიან საზოგადოებრივი მაწუყებლის, ტელე იმედი, მაესტროს, რუსთავი2-ის, იბერიას, რაგბი ტვ-ს, რადიოების იმედის, თანამგზავრის, თავისუფლების, Georgian Times-ის, News Georgia-ს, ვებ-პორტალების tsff.ge-ს, sportall.ge-ს, worldsport.ge-ს, ajarasport-ს, droni.ge-ს, sport24.ge-ს წარმომადგენლები. მედია-ტურნირის მიზანია, საქართველოში საბილიარდო სპორტის პოპულარიზაცია და განვითარება.

ტურნირი ჩატარდება 3 ეტაპად. პირველი ეტაპი გაიმართება 21 ივნისს. ამ დღეს ასპარეზობები ჩატარდება ჯგუფებში.ჯგუფებში გასული 2-2 საუკეთესო ასპარეზობას უკვე მეორე ეტაპზე 1/8 ფინალში გააგრძელებს. 1/8 და ¼ ფინალები 24 ივნისს გაიმართება. დასკვნითი, მე-3 ტური 30 ივნისს ჩატარდება. ამ დღეს „მეტროპულში“ თავდაპირველად, ½ ფინალები, შემდეგ კი მე-3 ადგილისთვის მატჩები და ფინალური შეხვედრები გაიმართება.

„მეტროპული 2018“, ჩატარდება როგორც ვაჟთა ასევე გოგონათა შორის და გამოავლენს 3-3 გამარჯვებულს, რომლებსაც თასების, მედლებისა და დიპლომების გარდა გადაეცემათ საბილიარდო „მეტროპულის“ პრიზები: 1-ადგილოსნებს- ერთთვიანი ულიმიტო აბონიმენტი „მეტროპულში“, 2- ადგილოსნებს -ორკვირიანი აბონიმენტი, 3-ადგილოსნებს და ¼ ადგილზე გასულ მოთამაშეებს ერთკვირიანი აბონიმენტები.

მედია-საბილიარდო ტურნირის „მეტროპულის 2018“ მთავარი მსაჯია, ენრიკო მაჩაიძე - საქართველოს მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი საბილიარდო სპორტში.

  • I ეტაპი - 21 ივნისი / დასაწყისი 19:45
  • II ეტაპი - 24 ივნისი / დასაწყისი - 18:45
  • III ეტაპი - 30 ივნისი / დასაწყისი - 19:45

მედია-საბილიარდო ტურნირის ორგანიზატორია თბილისის სპორტული ფილმების ფესტივალი, რომელიც 2004 წლიდან ატარებს მედია ტურნირებს სამთო თხილამურებში, მეკლდეურობაში, ბილიარდში, არის საქართველოში სპორტული ფილმების ფესტივალის ორგანიზატორი და სპორტული თემატიკის ფოტო-პროექტების, მათ შორის „სპორტფოტოს“ ავტორი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1053