ფეხბურთი

22:52 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

HT - ესპანეთმა ირანი ჯერჯერობით ვერ გატეხა

მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფში ესპანეთის ეროვნული ნაკრები ირანს ეთამაშება და ამ დროისთვის ვერ ამარცხებს. "ყაზან არენაზე" მიმდინარე შეხვედრაში პირველი ტიამი უგოლოდ დასრულდა.

შეიძლება ითქვას, ერთი გუნდი ცდილობს ფეხბურთის თამაშს, მაგრამ მეორე ამაში ყველა მეთოდით ხელს უშლის. ჯერჯერობით, სწორედ აზიელთა ტაქტიკა ამართლებს. 45 წუთში რეალური საგოლე მომენტები არ შექმნილა და "ფურია როხას" ძალიან უჭირს ირანის ნაკრების დაცვის ზღუდეებისთვის გასაღების მორგება. აღნიშნული მატჩის მეორე ტაიმი დაახლოებით 10 წუთში დაიწყება.

0.120043