ფეხბურთი

17:38 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოკა-კოლას თასი 2018-ის მფლობელი ლაგოდეხის პირველი სკოლა გახდა

"კოკა-კოლას თასი 2018”- ის მფლობელი ლაგოდეხის პირველი სკოლა გახდა. ბათუმში, ანგისას ბაზაზე გამართულ დაძაბულ ბრძოლაში ლაგოდეხელებმა კოდას გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხეს. შეხვედრის ძირითადი დრო კი, 0:0 დასრულდა. ლაგოდეხის გუნდმა რეგიონის უძლიერეს გუნდებს შორის კოკა-კოლას 2018 წლის გათამაშების თასის მფლობელის ტიტული მოიპოვა.

გოგონათა შორის ტურნირის გამარჯვებული ახმეტას რეგიონი გახდა. ზემო ალვანის საჯარო სკოლამ ფინალურ ეტაპზე 11 გუნდს სძლია, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით 275 სკოლას შორის მოიპოვა თასი.

ფინალური ეტაპის დასრულებისთანავე გამარჯვებულები ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა პირებმა და კოკა-კოლას პრეზიდენტმა დააჯილდოვეს.

კოკა-კოლას თასის გამარჯვებულები "მაკდონალდსისგანაც" დაჯილდოვდნენ. სწრაფი კვების რესტორნების ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კომპანია გათამაშების პარტნიორია, რომლისგანაც გუნდებს "მაკდონალდსის" ვაუჩერები გადაეცათ.
"ბედნიერი ვარ, რომ კოკა-კოლას თასი ასე წარმატებით ჩატარდა. დიდი მადლობა ბავშვებს, რომლებმაც დღეს მართლაც არაჩვეულებრივი მატჩის ხილვის საშუალება მოგვცეს. მადლობა კოკა-კოლას, რომელიც ზრუნავს ქვეყანაში ფეხბურთის მასობრიობის განვითარებაზე, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ტურნირი ასევე არის შანსი პატარა ფეხბურთელებისათვის და უდიდესი შესაძლებლობა ჩვენთვის, რათა აღმოვაჩინოთ ახალი ტალანტები, რომლებიც ასაკობრივ ნაკრებებში მოხვდებიან. მიხარია, რომ გასული წლის გამორჩეული რამდენიმე ბავშვი სფფ-ის საფეხბურთო აკადემიაში სწავლობს. ფეხბურთის მასობრიობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და უნიკალური შანსი ახალგაზრდებისთვის არის ის, რაც კოკა-კოლას თასს განსაკუთრებულს ხდის,"- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110196