ფეხბურთი

16:03 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის სტადიომზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

20 ივნისს, ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ეკონომიკის მინისტრთან და ქალაქის მერთან ერთად ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონს ესტუმრნენ და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

ფეხბურთის ფედერაციის დელეგაციამ, ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და უკვე არსებული პროგრესი შეაფასეს.

"ეს იქნება უმნიშვნელოვანესი მოვლენა არამხოლოდ ბათუმისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, საფეხბურთო სამყაროსთვის. ნამდვილად შთამბეჭდავია ის პროგრესი, რასაც საძირკვლის ჩაყრიდან დღემდე ვხედავთ. პროექტი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. მიხარია, რომ ეს იქნება ბოლო ათწლეულების ერთერთი გამორჩეული მოვლენა, რომელსაც აჭარასთან ერთად მთელი საქართველო ელოდება,"- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

სტადიონზე ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი სართულის კოლონები აშენდა და მათი გადახურვა დასრულდა 10-დან 9 სექტორში.. ტრიბუნებისთვის განკუთვნილი დახრილი კოჭების 80 % შესრულებულია, დაწყებულია მეორე სართულის კოლონების მოწყობა, რომლის 70 % დასრულებულია. უახლოეს დღეებში იარუსების (სკამების)მოწყობა დაიწყება. პარალელურად მეორე სართულის კოლონების დახურვა უკვე დაწყებულია 4 სექტორში.

სექტემბრიდან სტადიონზე ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები დაიწყება, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს.

სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132808