სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

10:28 | 20.06.2018 | ნანახია 1253 - ჯერ

ჩეხეთში სპარინგ-მატჩებისთვის ილიას ზუროსმა 14 კალათბურთელი იახლა

საქართველოს ეროვნული ნაკრები რამდენიმე საათში ჩეხეთში გაემგზავრება. ილიას ზუროსის გუნდი თბილისის აეროპორტიდან სტამბოლის გავლით პრაღაში 20 ივნისს, გამთენიისას ჩაფრინდება, სადაც 22 და 23 ივნისს 2 საკონტროლო მატჩს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში დარჩენილი 2 მატჩისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გუნდს ჯგუფში 2 საშინაო მატჩი აქვს ელის – 29 ივნისს სერბეთთან, ხოლო 2 ივლისს – ავსტრიასთან.

ამ ნაკრებებთან ერთად ჩვენს ჯგუფში გერმანიაც არის, რომელმაც ჯგუფში ყველა თამაში მოიგო და ლიდერია. შემდეგ მოდიან სერბეთი, საქართველო და ავსტრია. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მომდევნო – მეორე ეტაპზე 3 საუკეთესო გადის, რომლებსაც ამ ჯგუფში მოგროვილი ქულები მიჰყვებათ. საქართველოს მიზანია, ჯერ ჯგუფის სამეულში მოხვდრა გაინაღდოს, შემდეგ კი, რაც შეიძლება, მეტი ქულა დააგროვოს.

ილიას ზუროსმა ჩეხეთში 14 კალათბურთელი იხმო. ნაკრებს პრაღაში არ ეყოლება თორნიკე შენგელია და მანუჩარ მარკოიშვილი, რომლებიც ჩეხეთიდან დაბრუნებულ ეროვნულ გუნდს თბილისში დახვდებიან. 14-კაციანი შემადგენლობა ბერძენმა სპეციალისტმა დღეს, “დინამოს” ბაზაზე დაასახელა.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:26 | 21.06.2018
BEERTRANCE (97213)

წარმატებები

20:47 | 20.06.2018
გუგა80 (1320)

ვავა ვალოდია... ნამეტნავად ჭაკად არი საქმე

15:19 | 20.06.2018
levani82 (41063)

ბოისა არსად დაგვეკარგოს

14:55 | 20.06.2018
პანტელეიმონი (3874)

ნაყოფიერ ვარჯის და თამაშს გისურვებთ ბიჭებო ! ! !

11:10 | 20.06.2018
rejimiler (672)

ვააა დაბალი გუნდია ძალიან ტორმეტიდან რვა 196 სმზე დაბალია

13:18 | 20.06.2018
The King of Grass (8855)

აბა პერიმეტრზე 206სმ უნდა იდგნენ?

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.057864