სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

15:40 | 19.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია მუნდიალზე: "ინგლისი ერთფეროვანია, რუსეთს ჯგუფიდან გასასვლელად ქულაც ეყოფა"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ვოლგოგრადში, ინგლისისა და ტუნისის ნაკრებების მატჩს დაესწრო.

ქართველ სპეციალისტთან Sport-express-მა შეხვედრის შემდეგ ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატს და კონკრეტულად ორ თემას შეეხო – ინგლისისა და რუსეთის ნაკრებებს:

- ალბათ სამართლიანი შედეგი არ იქნებოდა მატჩი ფრედ რომ დასრულებულიყო. ინგლისელები გამარჯვებისთვის თამაშობდნენ, შექმნეს მომენტები, თუმცა საუთგეიტის გუნდის თამაშის ხარისხი მაღალი ჯერ კიდევ არაა. ასე კი, რთული იქნება.

- რატომ, რა არ მოგეწონათ?

- გუნდს არ ჰყოფნის ფანტაზია. არ ჰყავს შემოქმედი ფეხბურთელი, რომელიც მეტოქის დაცვის ხაზს გაარღვევს. სახიფათო მომენტები აფრიკელთა კართან ფლანგებიდან და მხოლოდ კუთხურებიდან იქმნებოდა.

- რას უკავშირებთ ამას?

- ინგლისის ნაკრები ახალგაზრდული გუნდია, გამოცდილება აკლია.

- რატომ ითამაშა კაილ უოლკერმა საშინლად, როდესაც ტუნისის ფეხბურთელი წააქცია?

- ვფიქრობ, ასეთ პენალტს პრემიერლიგაში არავინ დანიშნავდა. ტუნისმა ძალიან ცოტა მომენტი შექმნა, მაგრამ დაცვაში კარგად მოქმედებდა.

- თქვენი აზრით, ინგლისის თავდასხმა პრიმიტიულად თამაშობდა?

- დიახ. არანაირი ვარირება არ მინახავს. საფრთხეს მხოლოდ ჩაწოდებებითა და კუთხურებით ქმნიდნენ. თუმცა, მთავარია, რომ სამი ქულა მოიპოვა. მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ინგლისის ნაკრების შანსი მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან მცირეა.

- ვისგან ელოდებით ყველაზე მეტს ინგლისელი ფეხბურთელებიდან?

- ალბათ რაშფორდისგან. მთლიანობაში ინგლისის ნაკრებს არ ჰყავს ვარსკვლავები როგორც ადრე. ასეთი ახლა მხოლოდ ჰარი კეინია, რომელმაც თავისი მაღალი კლასი დაადასტურა. დანარჩენებიდან კი ვერავის გამოვყოფ. ტუნისმა თავი კარგად დაიცვა და ასეთ დროს შეტევა ადვილი არაა. აფრიკელებთან მესისაც გაუჭირდებოდა, მაგრამ ახლა თამაშის ხარისხზე მნიშვნელოვანი სამი ქულაა.

- ჰარი კეინს შეუძლია ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს?

- რა თქმა უნდა. მას ყველაფერი აქვს და შემთხვევით არაა პრემიერლიგის საუკეთესო ფორვარდი ბოლო ორი წლის განმავლობაში. მაგრამ, გუნდიც უნდა დაეხმაროს, მარტო ამის გაკეთება რთული იქნება. თუმცა, არმგონია, რომ ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე რამეს მიაღწიოს.

- რა არის მაქსიმუმი?

- ინგლისი ჯგუფიდან გავა, თუმცა სავარაუდოდ, მეორე ადგილით და შესაძლოა მაქსიმუმიც ეს იყოს.

- როგორ მოგეწონათ რუსეთის ნაკრებმა, რომელმაც საუდის არაბეთი დაამარცხა (5:0)?

- ტურნირის დაწყებამდე თამაშის ხარისხით ყველა იმედგაცრუებული იყო. თუმცა, კარგია, რომ რუსეთმა დიდი ანგარიშით მოიგო პირველ ტურში. რა თქმა უნდა, მეტოქეც გასათვალისწინებელია, მაგრამ 5 გოლის გატანა ადვილი არაა. ვფიქრობ, ფეხბურთელები ახლა უფრო მოტივირებულნი და თავდაჯერებულნი გახდებიან. დარწმუნებული ვარ, ეგვიპტე არაა საუდის არაბეთი და არაფერს ვამბობ ურუგვაიზე.

- რუსეთი გავა ჯგუფიდან?

- მთავარია, რომ ეგვიპტესთან არ წააგოს. ფრე კარგი შედეგი იქნება, რადგან ვფიქრობ, ეგვიპტელები საუდის არაბეთს ხუთი გოლით ვერ დაამარცხებენ.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.11101
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X