კალათბურთი

10:27 | 19.06.2018 | ნანახია 1262 - ჯერ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში “დინამოს” ბაზაზე (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გაწვრთნილ ჩვენს ნაკრებს პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო 2 საშინაო მატჩი დარჩა გასამართი: 29 ივნისს სერბეთთან და 2 ივლისს – ავსტრიასთან.

ზუროსმა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში 22 კალათბურთელი შეიყვანა. 11 ივნისიდან ნაკრები „დინამოს“ ბაზაზე 16 კალათბურთელით ვარჯიშობდა, გუშინ კი გუნდს ლეგიონერები – გიორგი შერმადინი და გოგა ბითაძე შეუერთდნენ.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოსამზადებლად 2 საკონტროლო შეხვედრას ჩეხეთის ნაკრებთან 22 და 23 ივნისს – პრაღაში გამართავს. პირველ შეხვედრას ჩეხეთის ცენტრალური ტელევიზია უჩვენებს, ხოლო მეორე მატჩი დახურული ხასიათის იქნება.

ჩეხეთთან დაგეგმილ მატჩებეს ილიას ზუროსი ძირითადად ახალგაზრდებისა და ახალი ამერიკელი კალათბურთელის – თად მაკფადენის გამოსაცდელად, გუნდთან მათ შესათამაშებლად გამოიყენებს.

25 ივნისს თბილისში დაბრუნებულ საქართველოს ნაკრებს კიდევ 2 ლეგიონერი – თორნიკე შენგელია და მანუჩარ მარკოიშვილი შეუერთდებიან.

დღეს, „დინამოს“ ბაზაზე გამართული ვარჯიშის წინ ნაკრების მოთამაშეებს მასმედიის წარმომადგენლები შეხვდნენ. კალათბურთელებს და მწვრთნელებს ჟურნალისტები გაესაუბრნენ.

ილიას ზუროსი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

– დიდი ხანი არაა, რაც გუნდი ერთად ვარჯიშობს. აქამდეც ვამბობდი, რომ მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის ახალი სისტემა ძალიან ართულებს საქმეს, არ გვაქვს დრო სრულყოფილად სამუშაოდ.

– სასიამოვნოა, რომ გუნდში ბევრი ახალგაზრდაა. ისინი ნაკრებს ნელ-ნელა უშინაურდებიან და ჩეხეთთან მატჩებში კარგი შანსი გვექნება მათი გამოცდის. ახალგაზრდების გარდა გვყავს ახალი ნატურალიზებული ამერიკელი – თად მაკფადენი, რომლისთვისაც საარგებლო უნდა იყოს ჩეხეთთან შეხვედრები. სწორედ პრაღაში უნდა გადადგას პირველი ნაბიჯები გუნდთან ადაპტაციის საქმეში.

– ჩეხეთთან ვერ ითამაშებენ მანუჩარ მარკოიშვილი და თორნიკე შენგელია. ისინი გუნდს ჯერ ვერ შემოუერთდნენ. თუმცა მათ უკვე იციან ჩემი სისტემა და დიდი იმედი მაქვს სერბეთთან და ავსტრიასთან მატჩებში.

– გვყავს ახალგაზრდა სანდრო მამუკელაშვილი. იგი დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდაა, სჭირდება ბევრი მუშაობა, უნდა კარგად შეისწავლოს, როგორ ვთამაშობთ, რას ვითხოვ. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ თითოეული კალათბურთელი მონდომებულია, ბევრს ვარჯიშობს. მათი საქმისადმი მიდგომით კმაყოფილი ვარ. თუმცა გვჭირდება დრო შესათამაშებლად.

– ალბათ, გესმით რასაც ვგულისხმობ: როდესაც მანუჩარ მარკოიშვილი და თორნიკე შენგელია ჩამოვლენ, მოუწევთ რამდენიმე ისეთი კალათბურთელის გვერდით დადგომა, რომლებთანაც მანამდე არ უთამაშიათ.

– ახალ ამერიკელზე, თადეუს მაკფადენზე ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ ვხედავ, რომ ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება, არ გვინახავს მისი თამაში საქართველოს ნაკრებში. ჩეხეთთან მატჩებისას კი მასაც ესნქბე გუნდთან შეთამაშების საშუალება და უკეთ დავინახავთ, ოფიციალურ მატჩებში რა უნდა ველოდეთ მაკფადენისგან.

თად მაკფადენი:

– რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს ნაკრებში ვვარჯიშობ და გუნდზე მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა. შესანიშნავი ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს და მთლიანობაში, ძალიან კარგი გუნდი. ჩვენი მიზანი ორივე ოფიციალური შეხვედრის მოგებაა და შესარჩევი ციკლის მომდევნო ეტაპზე გასვლა.

GBF.GE

Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:03 | 19.06.2018
პანტელეიმონი (4012)

ნაყოფიერ ვარჯიშს და წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !

11:52 | 19.06.2018
ogafa (7601)

წარმატებები მომდევნო ეტაპზე გასვლა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.075307