ფეხბურთი

0:55 | 19.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

საუდის არაბეთის ნაკრების თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა (+VIDEO)

საუდის არაბეთის ნაკრები კატასტროფას გადაურჩა. როგორც რუსული მედია იტყობინება, აზიელები სანქტ-პეტერბურგიდან როსტოვში მიფრინავნდნენ, როდესაც თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

საუდის არაბეთის ნაკრებს რუსული ავიაკომპანიის, Airbus A319-100 ლაინერი ემსახურებოდა. როგორც ცნობილი ხდება, ლაინერის ძრავას ცეცხლი ტექნიკური დაზიანების გამო გაუჩნდა.

საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და თვითმფრინავი როსტოვის აეროპორტში მშვიდობით დაეშვა. ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127489