ჩოგბურთი

13:20 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ნომერ პირველი ჩოგბურთელია

დღეს ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერია, ხოლო რაფაელ ნადალმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ფედერერს პირველ ადგილზე გადასასვლელად შტუტგარტის ტურნირის ფინალში გასვლა სჭირდებოდა და საერთოდაც როჯერმა გერმანული ტურნირი მოიგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 87-ე ადგილიდან 85-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

  1. როჯერ ფედერერი – 8920 ქულა
  2. რაფაელ ნადალი – 8770
  3. ალექსანდრ ზვერევი – 5965
  4. ხუან მარტინ დელ პოტრო – 5080
  5. გრიგორ დიმიტროვი – 4870
  6. მარინ ჩილიჩი – 4860
  7. დომინი ტიმი – 3835
  8. კევინ ანდერსონი - 3635
  9. დავიდ გოფინი – 3110
  10. ჯონ იზნერი – 3070

... 85. ნიკოლოზ ბასილაშვილი - 667

0.130604